1.სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია;
ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს.
2.თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
3.სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს.
4.სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია;ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს.2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს.4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება.საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ.საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №12 · ძალაშია 1 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2023
· გამოქვეყნდა 31 მაი. 2024
მე-14 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებში გადაზღვევის ბროკერი ამოღებულია ვალდებულ სუბიექტთა წრიდან, ხოლო პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოსარგებლის წინასწარ განუსაზღვრელობის პირობა დასაწყისში გადავიდა.
მე-4 პუნქტში გაძლიერებული ღონისძიებების გამომწვევი რისკის დონის ტერმინი „მაღალი“ შეიცვალა „მომეტებულით“.