Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 12

დაზღვევის შესახებ

მუხლი 12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:დაზღვევამართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულებიფინანსური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებენ დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი.

2.მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს როგორც უშუალოდ, ისე დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

3.დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობად არ მიიჩნევა ამ კანონის მე-2 მუხლის „თ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, თუ მას მზღვეველი ან მისი თანამშრომელი ახორციელებს, აგრეთვე სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მომხმარებლისთვის იმგვარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომლის მიზანი არ არის მისთვის დაზღვევის ხელშეკრულების დადებაში/შესრულებაში დახმარების გაწევა, ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სადაზღვევო ორგანიზაციის ზარალის/საჩივრის მართვა/დარეგულირება ან საექსპერტო შეფასება.

4.იმ პირის საფირმო სახელწოდება, რომელიც სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს, უნდა შეიცავდეს სიტყვებს „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სამსახურის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე თავის საფირმო სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიტყვების „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვები „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, იკვეთება, რომ შესაბამისი პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას.

5.სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას ახორციელებს და სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას აუქმებს სამსახური. სამსახური აწარმოებს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრს (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრს), რომელიც მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, მის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის ან მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

6.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის დაწყებამდე რეგისტრაციისთვის განცხადებით მიმართოს სამსახურს და წარუდგინოს მას დოკუმენტები/ინფორმაცია, რომლებიც/რომელიც ადასტურებს ამ სადაზღვევო ბროკერის მიერ სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის, დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობას.

7.სადაზღვევო ბროკერს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დაწყების უფლება აქვს სამსახურის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის შემდეგ.

8.დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მზღვეველთან/დამზღვევთან/გადამზღვეველ კომპანიასთან ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

9.დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები მზღვეველისთვის მათი გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად მზღვეველისთვის გადახდილად მიიჩნევა.

10.დაზღვევის შუამავლის მეშვეობით გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად მიიჩნევა დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

11.მზღვეველს, დაზღვევის აგენტს, სადაზღვევო ბროკერს ეკრძალება დაზღვევის ხელშეკრულების უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის სახელით დადება, გარდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებისა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ფარგლების გარეთ გამოიყენება.

12.დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების შესრულებისას მზღვეველს შეატყობინონ დაზღვევის ხელშეკრულების დადებისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რომლებიც მათთვისაა ცნობილი.

13.სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას და მასში ცვლილების შეტანისას მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) თავისი საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) ინფორმაცია მისი სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციისა და უფლებამოსილების ფარგლების შესახებ; გ) ინფორმაცია ამ სადაზღვევო ბროკერის მიერ მზღვეველში მნიშვნელოვანი წილის ფლობის ან მზღვეველის მიერ ამ სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის ფლობისა და აღნიშნული წილის (არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ; დ) მზღვეველის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული დაზღვევის პირობები; ე) დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც ისეა შედგენილი, რომ სრულად შეესაბამება მომხმარებლის მიერ დაზღვევის შესახებ განაცხადში ასახულ დასაზღვევ რისკებს; ვ) ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესახებ, კერძოდ, სადაზღვევო შენატანის, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის, ზარალის დარეგულირების, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების წესისა და პირობების, დადგენილი შეზღუდვებისა და დაზღვევის ხელშეკრულების სხვა მნიშვნელოვანი პირობების შესახებ; აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე უნდა მიეწოდოს; ზ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის მიერ შუამავლობის გაწევისთვის დადგენილი გასამრჯელოს თაობაზე; თ) ინფორმაცია სადაზღვევო პოლისის შინაარსისა და დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ; ი) ინფორმაცია მომხმარებლის მიერ პრეტენზიის წარდგენის წესის შესახებ; კ) ინფორმაცია იმის შესახებ, თანამშრომლობს თუ არა სადაზღვევო ბროკერი ერთზე მეტ მზღვეველთან. სადაზღვევო ბროკერის ერთზე მეტ მზღვეველთან თანამშრომლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ამ მზღვეველების საფირმო სახელწოდებების თაობაზე; ლ) დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა საკონსულტაციო ინფორმაცია.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმატითა და ენით, წერილობით ან ინფორმაციის ელექტრონულად შენახვის საშუალებით/ხანგრძლივად შენახვის საშუალებით, რომელიც, ამ ინფორმაციის შენახვის გარდა, უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლისთვის მომავალშიც ხელმისაწვდომი იყოს ეს ინფორმაცია მისი მთლიანობის დაურღვევლად, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ ინფორმაციისა. გადაუდებელი აუცილებლობის ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს ზეპირად, დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ სადაზღვევო ბროკერის მიერ მისი ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით მიწოდების ვალდებულების შესრულებით. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ. თავი III. მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა საქართველოს 2019 წლის 3 სექტემბრის კანონი №4939 - ვებგვერდი, 09.09.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 9 სექ. 2019
  2. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013
  3. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სადაზღვევო თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სადაზღვევო კონსულტაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №37

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2019-09-09
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 9მზღვეველი
  • 7დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე
  • 16მზღვეველის გადახდისუნარიანობის გარანტიები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 23გადაზღვევის საქმიანობა
  • 14სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 799ცნება
  • 805დაზღვევის აგენტის უფლებები

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

  • 8საბირჟო შუამავლობა სასაქონლო ბირჟაზე
  • 2ტერმინთა განმარტება

ადვოკატთა შესახებ

  • 2საადვოკატო საქმიანობა

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 9საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

  • 10მზღვეველის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82210297167998052314912
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ბირჟებისა და…ადვოკატთა შესახებმეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026