მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 57. ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის პროცედურა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული , საქართველოს დროშით მცურავი გემის მმართველი კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს სააგენტოს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის გაცემის თხოვნით.

2.ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის მიღების განაცხადში კომპანიამ უნდა მიუთითოს გემის დეტალური მონაცემები, საქმიანობის სახეობა, მოქმედების სფერო და ეკიპაჟის დაკომპლექტების მინიმალური რაოდენობა, რომლ ის მეშვეობითაც კომპანიას სურს გემის ფუნქციონირება.

3.სააგენტო განაცხადს განიხილავს IMO-ს ასამბლეის A.890(21) რეზოლუციის შესწორებული რედაქციის ან მისი ჩამნაცვლებელი რეზოლუციის რედაქციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) 3.2 რეგულაციის „საკვები და საკვებით მომსახურება“ დებულებებისა და მათი ცვლილებების გათვალისწინებით.

4.თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ეკიპაჟის დაკომპლექტება აკმაყოფილებს გემის უსაფრთხო ექსპლუატაციის ა და ზღვ ის გარემოს დაცვის მოთხოვნებს, იგი გასცემს ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტს IMO-ს მიერ დადგენილი ფორმი ს თანახმად .

5.ამ მუხლი თ განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიას უფლება აქვს , დაასაქმოს დამატებით ი მეზღვაურ ებ ი, რომელთა რაოდენობა აღემატება ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მისაღებ სტანდარტს , შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) დამატებითი მეზღვაურებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი საცხოვრებელი ფართ ობ ი; ბ) დამატებითი მეზღვაურებისთვის არსებობს საკმარისი უსაფრთხოების საშუალებები; გ) დამატებით მეზღვაურებს ჩაუტარდათ სწავლება უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1686764375653277 (და…2 (და…8272857
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა