მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 22. ფინანსური გარანტიის მტკიცებულება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

არმაზ ძირკვაძე

1.გემზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა ინახებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის მტკიცებულება, რომელიც გაცემულია ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ, ხოლო ერთზე მეტი ფინანსური გარანტიის გაცემის შემთხვევაში − თითოეული ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი/ასლები გემზე ისე უნდა განთავსდეს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მეზღვაურისთვის.

3.ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს შედგენილი ან ინგლისურენოვანი თარგმანი უნდა ერთოდეს. მასში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) გემის შესახებ მონაცემები, მათ შორის: გემის დასახელება/სახელი; მიწერის ნავსადგური; IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი; ბ) ფინანსური გარანტიის გამცემის სახელი და მისამართი; გ) მეზღვაურთა სახელშეკრულებო მოთხოვნების განმხილველი პირების ან სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია; დ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი; ე) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა; ვ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია შეესაბამება კონვენციის A4.2.1 სტანდარტს.

4.ფინანსური გარანტიის მოქმედება არ შეიძლება შეწყდეს მასში აღნიშნული მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემი სააგენტოს მისი შეწყვეტის შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე წერილობით აცნობებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13393634335385357582021182822
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსისახელმწიფო ვალის შესახ…მეზღვაურთა განათლებისა…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა