1.ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 12-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია, ან STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.
