Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 29

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 29. ინციდენტის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის  შეტყობინების ვალდებულება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ინციდენტზე რეაგირებამონაცემთა გაჟონვის მართვაინციდენტზე რეაგირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

2.დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ინციდენტის გარემოებების, სახისა და დროის შესახებ; ბ) ინციდენტის შედეგად უნებართვოდ გამჟღავნებული, დაზიანებული, წაშლილი, განადგურებული, მოპოვებული, დაკარგული, შეცვლილი მონაცემების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის, აგრეთვე იმ მონაცემთა სუბიექტების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ინციდენტის შედეგად შეექმნათ საფრთხე; გ) ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო ზიანის, მისი შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; დ) იმის შესახებ, გეგმავს თუ არა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ინციდენტის შესახებ შეატყობინოს მონაცემთა სუბიექტს (მონაცემთა სუბიექტებს) ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით და რა ვადაში; ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ან სხვა საკონტაქტო პირის მონაცემებს.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ერთიანად და სრულად მიწოდება შეუძლებელია, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში, ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია.

5.თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი შეტყობინების თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ან ვერ უზრუნველყოფს ინციდენტის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის (მონაცემთა სუბიექტების) ინფორმირებას, ინციდენტის გარემოებების, სავარაუდო ზიანის ან/და მონაცემთა სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ინციდენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაასაჯაროოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას თან ახლავს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი საჯარო ან კერძო დაწესებულების მითითება, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება საფრთხეს შეუქმნის: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს.

7.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გაასაჯაროოს ინფორმაცია მაშინაც, თუ შეტყობინებას თან არ ახლავს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე მითითება.

8.სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების თაობაზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უთითებს ინციდენტის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ ინციდენტის შეტყობინების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტით.

10.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრულ სათანადო გარემოებაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულება უთითებს საკუთარი კომპეტენციის/სამოქმედო სფეროს შესაბამისად.

11.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საფუძველს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, მისი კატეგორიის გათვალისწინებით, უთითებს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში შესაბამის კომპეტენტურ უწყებასთან შეთანხმებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინციდენტი, დამდგარი შედეგი, მიღებული ზომები და ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა მის შესახებ წერილობით ან ელექტრონულად შეატყობინოს სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკლებად სავარაუდოა,ნაკლებსავარაუდოა, რომ ინციდენტი მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 2. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ინციდენტის გარემოებების, სახისა და დროის შესახებ; ბ) ინციდენტის შედეგად უნებართვოდ გამჟღავნებული, დაზიანებული, წაშლილი, განადგურებული, მოპოვებული, დაკარგული, შეცვლილი მონაცემების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის, აგრეთვე იმ მონაცემთა სუბიექტების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ინციდენტის შედეგად შეექმნათ საფრთხე; გ) ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო ზიანის, მისი შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; დ) იმის შესახებ, გეგმავს თუ არა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ინციდენტის შესახებ შეატყობინოს მონაცემთა სუბიექტს (მონაცემთა სუბიექტებს) ამ კანონის 30-ე მუხლით დადგენილი წესით და რა ვადაში; ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ან სხვა საკონტაქტო პირის მონაცემებს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ერთიანად და სრულად მიწოდება შეუძლებელია, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში, ეტაპობრივად მიაწოდოს ინფორმაცია. 5. თუ სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურისთვის წარდგენილი შეტყობინების თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ან ვერ უზრუნველყოფს ინციდენტის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის (მონაცემთა სუბიექტების) ინფორმირებას, ინციდენტის გარემოებების, სავარაუდო ზიანის ან/და მონაცემთა სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია ინციდენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაასაჯაროოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას თან ახლავს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი საჯარო ან კერძო დაწესებულების მითითება, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება საფრთხეს შეუქმნის: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს. 7. სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გაასაჯაროოს ინფორმაცია მაშინაც, თუ შეტყობინებას თან არ ახლავს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე მითითება. 8. სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების თაობაზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უთითებს ინციდენტის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები, სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ამ ინციდენტის შეტყობინების წესი დგინდება გენერალურიპერსონალურ აუდიტორისმონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. 10. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრულ სათანადო გარემოებაზე მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულება უთითებს საკუთარი კომპეტენციის/სამოქმედო სფეროს შესაბამისად. 11. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საფუძველს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, მისი კატეგორიის გათვალისწინებით, უთითებს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში შესაბამის კომპეტენტურ უწყებასთან შეთანხმებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინციდენტის შეტყობინება ინსპექტორისთვის3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა გაჟონვაზე რეაგირება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტებზე რეაგირების გეგმის შექმნა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტზე რეაგირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №9

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 30ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება
  • 28მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინება
  • 52სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 8სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 15სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 34¹ინციდენტების შეტყობინება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 23აუდიტის ობიექტის უფლებები და მოვალეობები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 20პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 18—

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 10ინციდენტის/ავარიის პრევენცია და მათი შედეგების შერბილება

საზღვაო კოდექსი

  • 257—

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 25რესპონდენტის უფლებები და მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23257182034¹81525307828521029
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ტერიტორიაზ…შრომის უსაფრთხოების შე…საგადახდო სისტემისა და…სახელმწიფო აუდიტის სამ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026