საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება

რედაქცია №75 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე; ბ) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე; გ) მოსამართლეზე; დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე; ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე; ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე; თ) (ამოღებულია - 24.06.2025, №705) ; თ 1 ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1298); ი) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387) ; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე; ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე; ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე; ო) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანზე; პ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1279); ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე; რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; უ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075) ; ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებზე, აღმასრულებელ დირექტორებსა და თანამშრომლებზე; ღ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე. [ ღ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურესა და სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 124-ე მუხლის მოქმედება.

3.თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე; ა 1 ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075) ; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე; [ ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე; გ 1 ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე; დ) (ამოღებულია - 26.06.2025, №776) ; ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე; ზ) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე; ზ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე; ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; კ) პროკურატურის თანამშრომელზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა; ლ) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387) ; მ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1710) ; ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე; პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე; პ 1 ) (ამოღებულია - 26.06.2025, №804) ; ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე; რ) (ამოღებულია - 24.06.2025, №705) ; ს) (ამოღებულია - 17.12.2025, №1298); ტ) ამ პუნქტში მითითებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებზე; უ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენზე, რომელსაც იმავდროულად უკავია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა.

4.საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 9 1 მუხლისა და IX ​ 2 თავის მოქმედება. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5599 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №482 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1710 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3136 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3387 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3819 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4075 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4263 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4402 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4602 – ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4546 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4899 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4983 – ვებგვერდი, 23.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5398 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 1 ივლისის კანონი №6703 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6731 – ვებგვერდი, 16.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1318 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1573 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2202 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2569 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3699 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3894 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4321 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4413– ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4452– ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №271 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №401 - ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №705 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №776 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №835 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №804 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1279 - ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1298 - ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1331 - ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1404 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1718 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1701 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/3 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 53

ყველა გადაწყვეტილება
  • დიდი პალატა კრებულიდიდი პალატა

    სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა თელავის რაიონის გამგებლის განკარგულებას, რომლითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოსარჩელე მოითხოვდა განკარგულების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ საჯარო მოხელის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ განკარგულება ადმინისტრაციული აქტია და არა ცალმხრივი ადმინისტრაციული გარიგება. პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • №ბს-898(კ-19)2020-12-2441
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    პოლიციელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პოლიციელის პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამინისტროს მოსამსახურის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე მოქმედებს სპეციალური წესი, თუმცა გათავისუფლების სურვილი თავისუფალ და ნამდვილ ნებას უნდა ეფუძნებოდეს. პალატამ მიუთითა ნების ნამდვილობისა და გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარემოებების გამოკვლევის საჭიროებაზე. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგებისა და დანიშვნის ბრძანებების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული წარმოებისა და აქტის გამოცემის დავალება

    დავა ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგებისა და სხვა კანდიდატების დანიშვნის აქტების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საკონკურსო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილება არ ათავისუფლებს მას კანდიდატების შერჩევისა და უარის დასაბუთების ვალდებულებისგან. შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და შესაძლებელი უნდა იყოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი კრიტერიუმების შემოწმება. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან გათავისუფლების აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საჯარო მოხელის გათავისუფლების აქტების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხელის ქცევის ერთობლიობამ ობიექტურად შელახა დაწესებულების რეპუტაცია და გათავისუფლება თანაზომიერი დისციპლინური ღონისძიება იყო. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა თავისთავად არ იწვევს სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შემდგომ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნების ნამდვილობა ივარაუდება, თუმცა იძულების ან მუქარის საკითხი საქმის გარემოებათა გამოკვლევას საჭიროებს. პალატამ ასევე მიუთითა, რომ განაცდურის შეფასებისას უნდა გამოიკვლეს სხვა დასაქმებასთან შეთავსების შესაძლებლობა და მიღებული შემოსავალი. სასამართლომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მერის პირველი მოადგილის გათავისუფლების ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ პირველი მოადგილის გათავისუფლების ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მოპასუხე იყო მუნიციპალიტეტის მერია. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი სამართლის მიხედვით, მერს პოლიტიკური თანამდებობის პირის დანიშვნასა და გათავისუფლებაზე ფართო უფლებამოსილება ჰქონდა და მოცემულ შემთხვევაში ბრძანებაში ფაქტობრივი საფუძვლების დაუსაბუთებლობა მის უკანონობას არ იწვევდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყო და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც გააუქმა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  3. · გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  4. · გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  5. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  6. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  7. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  8. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
326³21¹8141242751559¹384¹224
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ზოგადი ადმ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …თავისუფლების ქარტიასაზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №75 · ბოლოს შემოწმდა