Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 40

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 40. ელექტრონული კატალოგი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:პლატფორმის შესაბამისობაკრიპტო გადახდების ინტეგრაცია ბიზნესისთვისსამომხმარებლო ხელშეკრულებებიტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიკიბერდანაშაული და ციფრული ექსპერტიზა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ელექტრონული კატალოგი არის წინადადების წარდგენის საშუალება, რომლითაც უზრუნველყოფილია ეკონომიკური ოპერატორის მიერ წინადადების შესყიდვის პირობებით დადგენილი წესით წარდგენა. საჯარო შესყიდვის პროცედურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებისას, აგრეგირებული საჯარო შესყიდვის განხორციელებისას ან საჯარო შესყიდვის ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს წინადადების შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც მას ავსებს.

2.ელექტრონულ კატალოგს საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკური ოპერატორი ადგენს შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ფორმისა და სპეციფიკაციების შესაბამისად. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი.

3.წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარსადგენად შემსყიდველი ორგანიზაცია: ა) ამის შესახებ უთითებს შესყიდვის პირობებში; ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას (მათ შორის, ფორმასა და სპეციფიკაციებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული კატალოგი) უთითებს შესყიდვის პირობებში.

4.თუ ჩარჩოშეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდო, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის განახლებული ელექტრონული კატალოგების საფუძველზე გამართვა. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ერთ-ერთ შემდეგ მეთოდს იყენებს: ა) იწვევს პრეტენდენტებს შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული, განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად; ბ) ატყობინებს პრეტენდენტებს, რომ იგი აპირებს წარდგენილი ელექტრონული კატალოგებიდან შეაგროვოს შესყიდვის ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული წინადადებების შესადგენად საჭირო ინფორმაცია. ასეთი შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, თუ ეს მითითებულია ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებში.

5.თუ შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით, იგი ვალდებულია აცნობოს პრეტენდენტებს დღე და საათი, როდესაც იგი აპირებს ინფორმაციის შეგროვებას, და მისცეს მათ უფლება, უარი თქვან ინფორმაციის შეგროვებაზე. შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს გონივრულ ვადას. შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტებს უნდა წარუდგინოს შეგროვებული ინფორმაცია და უნდა მისცეს მათ საშუალება, დაადასტურონ, რომ ამ ფორმით არსებული წინადადება არსებით შეცდომებს არ შეიცავს, ან გააპროტესტონ ასეთი შეცდომების არსებობა.

6.შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება მოითხოვოს დინამიკური შესყიდვის სისტემის ფარგლებში ზოგიერთი შესყიდვის ხელშეკრულებისთვის გამიზნული წინადადებების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. შემსყიდველმა ორგანიზაციამ ელექტრონული კატალოგის ფარგლებში შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია დადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ პირობით, რომ დინამიკური შესყიდვის სისტემაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ განაცხადს ერთოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ფორმით და დადგენილი სპეციფიკაციების დაცვით შედგენილი ელექტრონული კატალოგი. კანდიდატები ამ კატალოგს მას შემდეგ ავსებენ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია მათ მიაწვდის ინფორმაციას შესყიდვის ხელშეკრულების ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდით დადების განზრახვის შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ელექტრონული კომერციის წესები და პირობები30 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომერციის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • IDO, IEO და სხვა სააჯარო გაყიდვების ორგანიზება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 5ელექტრონული სისტემა
  • 55განაცხადებისა და წინადადებების წარდგენა
  • 19ეკონომიკურ ოპერატორთან ურთიერთობის ზოგადი პირობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 20¹⁰ელექტრონული კატალოგი
  • 23⁶საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული
  • 12¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • 9შეკვეთა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 19ელექტრონული სისტემა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 13 (დანართი 1)ელექტრონული საჩივარი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 15პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების წარდგენისა და გახსნის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4³20¹⁰23⁶12¹13 (დ…1519555198940
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ელექტრონული კომერციის …საჯარო სამართლის იურიდ…რეაბილიტაციისა და კრედ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026