სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 21². ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და ქვეკონტრაქტორის დამატება

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 დეკ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორი შეცვალოს ან/და ქვეკონტრაქტორი დაამატოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.ხელშეკრულების დადების შემდეგ ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი შეიცვლება ან/და დაემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გასცემს წერილობით თანხმობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვეკონტრაქტორის შეცვლა ან/და დამატება დაუშვებელია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ქვეკონტრაქტორი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით ქვეკონტრაქტორისთვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ქვეკონტრაქტორის შეცვლის შემთხვევაში შეთავაზებულ ქვეკონტრაქტორს არ აქვს ისეთი კვალიფიკაცია, როგორსაც მიმწოდებელი დაეყრდნო.

4.ამ მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ქვეკონტრაქტორის დისკვალიფიკაციის საფუძვლები არ უნდა არსებობდეს.

5.შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორის შეცვლას ან/და ქვეკონტრაქტორის დამატებას ითანხმებს ან უარყოფს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი V შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 სექ. 2026 – 1 დეკ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 18 მაი. 2005 – 18 სექ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 29 მაი. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1324³7282321 (დ…106303868792021²
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სამშენებლო პროდუქტების…რეაბილიტაციისა და კრედ…ენერგეტიკისა და წყალმო…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა