1.გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.
2.ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.
3.თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.
4.დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხი. პალატამ მიიჩნია, რომ პატიმრობის გამოყენებისთვის არსებობდა ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები და მისი შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამთვიანი პატიმრობის შესახებ ბრძანება უცვლელად დარჩა; ბრალეულობა არ განხილულა.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის საჩივრები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მტკიცებულების გაყალბების საქმეზე. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო ვერ გასცდებოდა წარდგენილი ბრალდების ფარგლებს და ვერ განიხილავდა დამატებით გამოძიებაში დაბრუნების მოთხოვნას სხვა, უფრო მძიმე დანაშაულის სავარაუდო ჩადენის საფუძვლით. განაჩენი უცვლელად დარჩა: მსჯავრდებულს საბოლოოდ შეფარდებული აქვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდების კონკრეტულობა და ქონების დაზიანებისა და განადგურების გამიჯვნა
საკასაციო პალატამ განიხილა ქონების განზრახ დაზიანებისა და განადგურების საქმეზე ბრალდების კონკრეტულობის, წინააღმდეგობრივი მტკიცებულებებისა და დაცვის არგუმენტების შემოწმების საკითხები. მან დაადგინა, რომ საქმის გარემოებები სრულად და ობიექტურად არ იყო გამოკვლეული, ხოლო არსებული ხარვეზების აღმოფხვრა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს მოითხოვდა. პალატამ საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ორივე ინსტანციის განაჩენი ორი მსჯავრდებულის მიმართ გააუქმა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის პროკურატურას დაუბრუნა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულების ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არა უგვიანეს 5 საათისა, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ – არა უგვიანეს 3 საათისა, შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი შეატყობინონ სამუშაო ან სწავლის ადგილას. შეტყობინების ასლი ან მისი დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეს თან ერთვის.2. ასეთივე მოვალეობა ეკისრება სასამართლოს, თუ მან აღკვეთის ღონისძიებად აირჩია დაპატიმრება ან პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის.3. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადებში ეს უნდა შეატყობინონ შესაბამის საელჩოს ან საკონსულოს.4. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებულ პირს უფლება აქვს პროცესის მწარმოებელი ორგანოს მეშვეობით შეატყობინოს თავისი მდგომარეობა კრედიტორებს, სხვა მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
138-ე მუხლის პირველ ნაწილში შეტყობინების მოვალე სუბიექტებიდან მომკვლევი ამოღებულია, ხოლო სიტყვა „ექსპერტიზისათვის“ ფრაზაში სხვა ადგილას გადავიდა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…