საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 137. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის საპროცესო მოვალეობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა ექიმთან ან ექსპერტთან; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების შესახებ; გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის მითითებული ვადა არ გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან.

2.დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია: უზრუნველყოს, რომ დაპატიმრებულს საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, განჩინების, დადგენილების ასლი გადაეცეს მისი მიღებისთანავე; დაკავებულისა და დაპატიმრებულის საჩივარი და შუამდგომლობა გასინჯვის გარეშე გაუგზავნოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სახალხო დამცველს, ადმინისტრაციისათვის მათი ჩაბარებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა; დროულად მიიყვანოს დაკავებული და დაპატიმრებული გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გამოძახებით; არ დაუშვას მათი ურთიერთობა თანამდებობის პირსა და ორგანოსთან, რომელსაც საქმე თავის წარმოებაში არ მიუღია; ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა დამცველთან შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; უზრუნველყოს დაკავებულისა და დაპატიმრებულის პირისპირ შეხვედრა ექიმთან ან ექსპერტთან; შეადგინოს აქტი იმის შესახებ, რომ განსასჯელი უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე, და დაუყოვნებლივ გაუგზავნოს იგი შესაბამის სასამართლოს; დაუყოვნებლივ შეასრულოს გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის დადგენილება, სასამართლოს დადგენილება ან განჩინება დაკავებულისა თუ დაპატიმრებულის გათავისუფლების შესახებ; გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული ან დაპატიმრებული პირი გადაიყვანოს საგამოძიებო იზოლატორში, რომელიც სხვა ტერიტორიაზე მდებარეობს; ეჭვმიტანილი დაკავების ვადის გასვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს; პატიმრობის ვადის გასვლამდე 7 დღე-ღამით ადრე შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხოლო თუ პატიმრობის მითითებული ვადა არ გაგრძელებულა, გაათავისუფლოს ბრალდებული საგამოძიებო იზოლატორიდან. 2. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა განთავსების ადგილის ადმინისტრაციის მიერ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას მოსდევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    137-ე მუხლის პირველ ნაწილში მოკვლევის ორგანო და მომკვლევი ამოღებულია, დაემატა ექიმთან ან ექსპერტთან პირისპირ შეხვედრის უზრუნველყოფის ვალდებულება და რამდენიმე რედაქციული ჩანაცვლება განხორციელდა.

  2. 137-ე მუხლის პირველ ნაწილში შეიცვალა დოკუმენტების გადაცემისა და საჩივრების გაგზავნის ადრესატები, განთავისუფლების დადგენილებებს დაემატა მოსამართლისა, ხოლო პატიმრობის ვადის გასვლის შეტყობინება გადაეცემა პროცესის მწარმოებელ ორგანოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262457326481741771782662125994255137
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…დანაშაულის პრევენციის,…პროკურატურის შესახებსქესობრივი თავისუფლები…საქართველოს სისხლის სა…