საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 26. კერძო-საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე, 189-ე და 189 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს.

2.თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე, 189-ე და 189 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ბრალდებულთან დაზარალებულის შერიგების გამო არ წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დაზარალებულს, ისე ბრალდებულს. 2. თუ საქმეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე დანაშაულის შესახებ განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, ამასთანავე, დაზარალებულს უმწეო მდგომარეობის ან ბრალდებულზე დამოკიდებულების გამო არ შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუნდაც არ არსებობდეს დაზარალებულის საჩივარი, ოღონდ იმ პირობით, რომ ქმედუნარიან დაზარალებულს ამაზე წერილობითი თანხმობა აქვს მიცემული. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №63 · ძალაშია 15 მაი. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    26-ე მუხლის პირველ ნაწილში დაზარალებულის საჩივრით დასაწყები დევნის ჩამონათვალს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 189¹ მუხლი.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    26-ე მუხლის პირველ ნაწილში საქმის აღძვრა ჩანაცვლდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე და ამოღებულია საჩივრის გადაცემის წესი; მე-2 ნაწილში პროკურორს უფლება აქვს „დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა“ და შეიცვალა ორი პირობის დამაკავშირებელი სიტყვები.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    პირველ ნაწილში შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელთა დანაშაულზეც საქმე აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით: ახლა ეს არის 137-ე და 138-ე მუხლების პირველი ნაწილები, 139-ე, 153-ე, 157-ე, 167-ე, 175-ე და 189-ე მუხლები.

  4. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 1998

    პირველ პუნქტში დაზარალებულის საჩივრით აღსაძვრელ დანაშაულთა ჩამონათვალი ახლებურად განისაზღვრა: დარჩა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი და 147-ე მუხლი, ძველი ჩამონათვალი ჩანაცვლდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
137138107²141137138189¹281671051681526
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ