1.ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).
2.ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
3.ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
4.პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საკასაციო პალატამ განიხილა ყაჩაღობის, მისი მომზადების, იარაღისა და ნარკოტიკული დანაშაულების საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობა და ქმედების დროს მოქმედი კანონის გამოყენება. მან საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა სამი მსჯავრდებულის მიმართ მძიმე დანაშაულის მომზადების ერთ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ორი მსჯავრდებულის სასჯელი გადაანგარიშა და ერთს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სასჯელი ამნისტიით გაუნახევრა. საბოლოოდ სამ მსჯავრდებულს, რომელთაგან პირველს ნარკოტიკული დანაშაულებიც ედებოდა ბრალად, მიესაჯა შესაბამისად 13 წელი და 3 თვე, 12 წელი და 12 წელი თავისუფლების აღკვეთა.
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა
საკასაციო პალატამ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია და დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ განმარტა, რომ განაჩენთა ერთობლიობისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა სასჯელის მხოლოდ მოუხდელი ნაწილი უნდა დაემატოს. ამ საფუძვლით მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და ძალაში დარჩა 2000 ლარის ჯარიმა.
საქმე ეხებოდა იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერებას. საკასაციო პალატამ საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ორივე ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის პროკურატურას დაუბრუნა. მსჯავრდებულს პირველი ინსტანციით მისჯილი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საბოლოო სასჯელად არ დარჩენია; იგი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამოღების ან ჩხრეკის დროს ეჭმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს დამსწრე (არა უმეტეს ორისა).2. ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.3. ამოღება ან ჩხრეკა საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის შენობაში უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.4. პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, აგრეთვე დამსწრეს, სპეციალისტს, საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან (წარმომადგენელს) უფლება აქვს დაესწროს გამომძიებლის, პროკურორის ყველა მოქმედებას, გააკეთოს განცხადება, რაც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
321 მუხლის მე-5 პუნქტის ახალ რედაქციაში გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებს შორის აღარ არის მითითებული მომკვლევი; დასწრებისა და ოქმში განცხადების შეტანის უფლება დანარჩენ სუბიექტებზე ამ ჩამონათვალით რჩება.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პოლიციის შესახებარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სახელმწიფო…საექიმო საქმიანობის შე…