საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 335. შემთხვევის ადგილის დათვალიერება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

ნიკა ზოიძე

1.შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.

2.(ამოღებულია).

3.პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და თარიღი. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №266აპ2007-08-0315
    საკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობის მტკიცებულებითი დადასტურება

    საკასაციო პალატამ განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდება გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია და საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ მსჯავრდებულს სტაციონარულ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო სასჯელის ვადაში ჩაუთვალა და მისი ათვლა 2005 წლის 21 ივლისიდან განსაზღვრა. ათი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება უცვლელი დარჩა.

  • №1037აპ-252026-03-2336
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებლობის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორის მოთხოვნა სასჯელის გამკაცრებისა და დაცვის მხარის მოთხოვნა გამართლების შესახებ და ორივე საჩივარი დაუშვებლად ცნო. პალატამ მიიჩნია, რომ საკასაციო განხილვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა და დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას სამსახურებრივი გულგრილობისა და სასჯელის შესახებ. ძალაში დარჩა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი — ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს. 2. (ამოღებულია). 3. პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს, შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები და თარიღი. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-2 პუნქტი ამოღებულია და მასთან ერთად გაუქმებულია დიდი ტერიტორიისა და სადგომის დათვალიერების სპეციალური ნორმა. მე-3 პუნქტში შეფუთულ საგანზე ხელმოწერები აღინიშნება არა ჩამტარებელი პირისა და დამსწრეთა, არამედ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2212212515912712612524 (დ…23531817335
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…მიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს სახელმწიფო…სისხლის სამართლის საერ…პოლიციის შესახებ