1.განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;
ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;
ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;
ზ) (ამოღებულია);
თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;
ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;
კ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების ჩამორთმევის საკითხს;
ლ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;
მ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;
ნ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;
ო) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.
2.გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3.რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,„ ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.
4.დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-ცალკე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საკასაციო პალატამ ქურდობით გამოწვეული 150 ლარის ზიანი ახალი რედაქციით მნიშვნელოვან ზიანად არ მიიჩნია და მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა. პროკურორის საჩივარი სასჯელის სიმსუბუქის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულს მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენიდან ამოირიცხა სასჯელის მოხდის რეჟიმზე მითითება.
საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საჩივარი სასჯელის შემსუბუქების შესახებ, თუმცა სააპელაციო განაჩენი მის სასიკეთოდ შეცვალა. ქურდობა გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის უფრო მსუბუქი რედაქციით და განაჩენიდან ამოირიცხა სასჯელის მოხდის რეჟიმზე მითითება. საბოლოო სასჯელი, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დარჩა.
საკასაციო პალატამ ქურდობისთვის მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით ქმედება მსჯავრდებულის სასიკეთოდ გადააკვალიფიცირა. პალატამ განაჩენიდან ამოიღო დაზარალებულისთვის 100 ლარის გადახდისა და სასჯელის მოხდის რეჟიმის შესახებ მითითებები. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა.
საკასაციო პალატამ ქურდობისა და თაღლითობის ნაწილში სააპელაციო განაჩენი დასაბუთებულად მიიჩნია და მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამავე დროს, გირაოს შემტანების წინასწარი გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო, განაჩენიდან ამოიღო მითითება მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ და ქონებას ყადაღა მოუხსნა. უცვლელად დარჩა სასჯელი: ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი ათასი ლარის ჯარიმა.
საკასაციო პალატამ ძარცვისა და ყაჩაღობისთვის მსჯავრდება საკმარისი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია და ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ განაჩენიდან ამორიცხა სსკ-ის 178-ე და 179-ე მუხლების მეორე ნაწილების მითითებული ქვეპუნქტები, რადგან შესაბამისი მუხლების ყოველი მომდევნო ნაწილი წინას მოიცავს, ხოლო პირველი მსჯავრდებულის ჯარიმა 11000 ლარით განსაზღვრა. თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა: პირველ მსჯავრდებულს 24 წელი და 1 თვე, მეორეს კი 10 წელი.
საკასაციო პალატამ შეაფასა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მანევრისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიზეზობრივი კავშირი, აგრეთვე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნოობა. პალატამ მსჯავრდება და სასჯელი უცვლელად დატოვა, ხოლო დაცვის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, დაუსაბუთებლობის გამო გააუქმა ერთ-ერთი დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრება. საბოლოო სასჯელია 2000 ლარის ჯარიმა და ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა 6 თვით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:ა) ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;ბ) არის თუ არა განსასჯელის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;გ) შეერაცხება თუ არა განსასჯელს ბრალად ჩადენილი ქმედება;დ) უნდა დაისაჯოს თუ არა განსასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს განსასჯელს და რა ზომით;ვ) უნდა მოიხადოს თუ არა განსასჯელმა დანიშნული სასჯელი;ზ) (ამოღებულია);თ) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სამოქალაქო სარჩელი, ვის სასარგებლოდ და რა ოდენობით;ი) გასაუქმებელია თუ არა სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები;კ) სამოქალაქო სარჩელის ან/და ქონების ჩამორთმევის საკითხს;ლ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;მ) საჭიროა თუ არა გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეირჩეს აღკვეთის ღონისძიება;ნ) ვის უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯები და რა ოდენობით;ო) დამნაშავედ მიჩნეული პირის მიმართ უნდა გამოიყენონ თუ არა იძულებითი მკურნალობა.2. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გამართლებულისათვის გამოძიების ორგანოების, პროკურატურისა თუ სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.3. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო წყვეტს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“,„ ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებს თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად.4. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე განსასჯელის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი განსასჯელის მიმართ ცალ-ცალკე.საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2620 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.40საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
498-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულია — განაჩენის დადგენისას სასამართლო აღარ წყვეტს სასჯელაღსრულების დაწესებულების სახის საკითხს.
· გამოქვეყნდა 18 იან. 2006
498-ე მუხლის 1-ლ პუნქტში სასამართლო ხარჯების საკითხის აღნიშვნა „მ“-დან „ნ“-ზე, ხოლო იძულებითი მკურნალობის საკითხის აღნიშვნა „ნ“-დან „ო“-ზე შეიცვალა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
498-ე მუხლის პირველ ნაწილში განაჩენის დადგენისას გადასაწყვეტი საკითხები ახლებურად ჩამოყალიბდა და გადანომრილია. მე-3 ნაწილში ცალ-ცალკე გადასაწყვეტ საკითხთა მითითება შემოიფარგლა „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით, „თ“ და „ი“ ამოღებულია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ