საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 563. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

გურანდა გრიგოლიანინო ლიპარტიალიზი ლომთაძე

1.არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.

2.განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ: ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; გ) (ამოღებულია); დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი; ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით; ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო; ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის; თ) დაირღვა განსჯადობის წესები; ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა; კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა; ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება; ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი; ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

3.გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №2/10/23123.05.2003განჩინება(1, 2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    მოქალაქეები ივანე ოჩიგავა და ალექსანდრე აბრამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 230

ყველა გადაწყვეტილება
  • №65აგ-172017-11-1732
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დაუსწრებელი განაჩენის საბოლოობა

    საკასაციო პალატამ განიხილა დაუსწრებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისა და არასრულწლოვნის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხები. პალატის თანახმად, განაჩენი, რომლის ჩვეულებრივი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა არ ამოწურულა, საბოლოო არ არის; ამასთან, სასჯელის მოხდისგან თავის არიდება არასრულწლოვნის მიმართაც აჩერებს ხანდაზმულობის ვადის დინებას. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა და ამნისტიის შემდეგ განსაზღვრული სასჯელი შეადგენს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას.

  • №587აპ-152016-05-1019
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

    საკასაციო პალატამ განიხილა, რომელი საპროცესო კოდექსით უნდა წარმართულიყო საქმე, რომელზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო. პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის კოდექსის გამოყენებით არსებითად დაარღვია კანონი და საქმე 1998 წლის კოდექსით უნდა განხილულიყო. პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი ამ განჩინებით არ განსაზღვრულა.

  • №471აპ-112012-02-1442
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობის ანგარებითი მოტივი

    საკასაციო პალატამ განიხილა, დასტურდებოდა თუ არა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობის ანგარებითი მოტივი. პალატამ დაადგინა, რომ საერთო ბინის გაყიდვის შესახებ დავა და საკუთარი წილის მიღების სურვილი, წარმოდგენილი მტკიცებულებების პირობებში, ანგარებით მოქმედებას არ ადასტურებდა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ანგარების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, ხოლო საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

  • №471აპ-112012-02-1417
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის ანგარებითი მოტივის დადგენა

    საკასაციო პალატამ შეამოწმა, დასტურდებოდა თუ არა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ძმის მკვლელობისას ანგარებითი მოტივი. პალატამ დაადგინა, რომ საერთო ბინის გაყიდვაზე დავა თავისთავად არ ადასტურებდა სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანს და სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის საწინააღმდეგო ჩვენება შეუფასებლად დატოვა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ანგარების ნიშნით ბრალდება მოიხსნა და ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. საბოლოო სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.

  • №797აპ-092010-02-2217
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის მცდელობის განზრახვის შეფასება

    საკასაციო პალატამ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრი ძალაში დატოვა და განმარტა, რომ იარაღის უწყვეტი შენახვა, მისი ტარებისა და შენახვის ადგილის შეცვლის მიუხედავად, ერთიანი დენადი დანაშაულია. პალატამ ამორიცხა შენახვისთვის განმეორებითი მსჯავრი, მსჯავრდებულის მიმალვის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა და დამატებითი ჯარიმა. მკვლელობის მცდელობისთვის სასჯელი ათიდან ცხრა წლამდე შემცირდა, ხოლო საბოლოოდ განისაზღვრა თვრამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №440აპ-092009-11-0329
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    განზრახ მკვლელობისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა, საკმარისად გამოიკვლია თუ არა სააპელაციო სასამართლომ გასროლის გარემოებები და მკვლელობის განზრახვისა თუ გაუფრთხილებლობის საკითხი. პალატამ მიიჩნია, რომ არსებითი ფაქტების დაუდგენლობის გამო ქმედების გადაკვალიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. მან მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა; ახალი გადაწყვეტილების მიღებისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე. 2. განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ: ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; გ) (ამოღებულია); დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი; ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით; ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო; ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის; თ) დაირღვა განსჯადობის წესები; ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა; კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა; ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება; ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი; ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. 3. გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    563 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში პროცესუალური სტატუსის აღნიშვნა „ბრალდებული“ შეიცვალა „განსასჯელით“.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    563-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც კანონით სავალდებულო ექსპერტიზის არჩატარებას საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევად ასახელებდა.

  3. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    563-ე მუხლის პირველ ნაწილში არსებით დარღვევათა ჩამონათვალს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი — განაჩენზე რომელიმე მოსამართლის ხელმოწერის არარსებობა.

  4. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    „ო“ ქვეპუნქტში განაჩენზე მოსამართლის ხელმოუწერლობას დაემატა გამონაკლისი 506-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემთხვევაში.

  5. 563-ე მუხლის პირველ ნაწილში „ზ“ ქვეპუნქტი მოიცავს განსასჯელსა და მსჯავრდებულს და სხვა ცნობილ ენას.

  6. 563-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებში ტერმინი შეიცვალა „მსჯავრდებულით“; ამოღებულია „ო“ ქვეპუნქტი სხვა არსებითი დარღვევების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
731139425930010531147563
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ