საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 679¹. საპროცესო შეთანხმების არსი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძე

1.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება.

2.სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა.

3.ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს.

4.საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

5.საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე.

6.ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.

7.დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე.

7¹.დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

8.საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

9.განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

10.ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • №687აპ-102010-10-1833სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

    საქმე ეხება მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებით ნაკისრი გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატამ პროკურორის საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე წინასწარ გამოძიებაში დააბრუნა. გაუქმებული განაჩენით მსჯავრდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული; უზენაეს სასამართლოს ახალი სასჯელი არ დაუნიშნავს.

  • №ას-1748-1729-20112012-02-1317სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა?

    დავა ეხებოდა ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, საცხოვრებელ სახლზე საკუთრების აღიარებასა და მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად და დავის არსებით საკითხებზე უზენაეს სასამართლოს არ უმსჯელია.

  • №773აპ-092010-02-0211სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ შეამოწმა, არსებობდა თუ არა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის დასაშვებობის საფუძველი. პალატამ ვერც ერთი საფუძველი ვერ დაადგინა და მსჯავრდებულის დამცველის საჩივარი განსახილველად არ დაუშვა. უცვლელი დარჩა სააპელაციო განაჩენი, რომლითაც ერთ მსჯავრდებულს საბოლოოდ 18 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორე მსჯავრდებულს 5 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ჯარიმა ჰქონდა განსაზღვრული.

  • №1276აპ2009-02-247სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    ქურდელობის მცდელობა

    საკასაციო პალატამ შეაფასა საჩივრის დასაშვებობა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. პალატამ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რის შედეგადაც უცვლელი დარჩა განაჩენი, რომლითაც ერთ მსჯავრდებულს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სამ მსჯავრდებულს ხუთ-ხუთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს 3000 ლარის ჯარიმა ჰქონდა განსაზღვრული.

  • №1176აპ2009-02-127სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ მსჯავრდებულის დამცველის საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან ვერ დაინახა სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელობა, არსებული პრაქტიკისგან განსხვავება ან შედეგზე არსებითად მოქმედი დარღვევა. უცვლელად დარჩა სააპელაციო განაჩენი: ოთხ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით ჰქონდა განსაზღვრული, მათგან ერთს ორი წელი პირობით ჩაეთვალა და ჯარიმაც დაეკისრა, ხოლო მეხუთეს საბოლოოდ თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • №957აპ2009-01-068სისხლის
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო პალატამ შეაფასა ორი მსჯავრდებულის დამცველთა საკასაციო საჩივრების დასაშვებობა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. პალატამ მიიჩნია, რომ საქმე არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს და საჩივრები განსახილველად არ დაუშვა. უცვლელი დარჩა სააპელაციო განაჩენით დადასტურებული სასჯელები: ერთი მსჯავრდებულისთვის 4 წლით, ხოლო მეორისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2500 ლარის ჯარიმა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (განსასჯელს), ისე პროკურორს. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო კამათის დაწყებამდე სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია მხარეებს შესთავაზოს ამ თავით გათვალისწინებული წერილობითი საპროცესო შეთანხმების დადება. 2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალდებას, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა. 3. ბრალზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს. 4. საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. 5. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს მოითხოვოს ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. 6. ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი უნდა ითვალისწინებდეს საჯარო ინტერესს, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს. 7. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება დამცველის უშუალო მონაწილეობისა და შეთანხმების შესახებ ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. 7 1 . დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. 8. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული (განსასჯელი) გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. 9. განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. 10. ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის), რომლის შესახებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხვა ბრალდებული (განსასჯელი) გამოძიებას აწვდის მის მამხილებელ ინფორმაციას, ამ საპროცესო შეთანხმების შინაარსი, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩათვლით, სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    679¹ მუხლის მე-2 პუნქტში სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებულის პოზიცია ახლა ასე აღიწერება: იგი წაყენებულ ბრალდებას არ ეწინააღმდეგება; მეორე ცვლილება ტერმინოლოგიურია.

  3. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    679¹ მუხლს დაემატა 7¹ ნაწილი, რომელიც კრძალავს ისეთ საპროცესო შეთანხმებას, რომელიც ბრალდებულს წამების გამო დევნის მოთხოვნის უფლებას ართმევს.

  4. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-8 ნაწილში ბათილად ცნობის წესი შეიცვალა პროკურორის გაფრთხილების ვალდებულებით, მე-9 ნაწილში შუამდგომლობა ეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და მისი წარდგენა შეუძლია გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს, ხოლო მე-10 ნაწილში დაწესდა მამხილებელი ბრალდებულისთვის შეთანხმების შინაარსის სრული ხელმისაწვდომობა.

  5. პირველ ნაწილში შეთანხმების საფუძვლებად დასახელდა გარიგება ბრალზე და შეთანხმება სასჯელზე; მე-2 და მე-3 ნაწილები თითოეულ მათგანს ახლებურად აწესრიგებს, ხოლო ახალი მე-11 ნაწილი ადგენს გაფრთხილებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის წესს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
635367¹21217390312856679²27¹9209212210679¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საკონსტიტუ…