საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 90. სამოქალაქო მოპასუხის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას.

2.სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა).

3.პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №946აპ2007-05-0129
    საკასაციო არსებითი (T2)

    საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის გადატანის მცდელობა

    საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ძვირფასი სამკაულების საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის მცდელობა და ძალაში დატოვა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. პალატამ დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემოღებულ სასჯელს დანაშაულის საგნის ჩამორთმევის სახით ამ შემთხვევაში უკუქცევითი ძალა არ ჰქონდა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სამკაულები მესაკუთრეს დაუბრუნდა.

  • №1252აპ2007-03-2854
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასჯელის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ მსჯავრდებულთა ბრალეულობისა და სასჯელების შესახებ დასკვნები ძალაში დატოვა და ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასჯელის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით პალატამ ოთხივე მსჯავრდებულის ქურდობის შესაბამისი კვალიფიკაცია ახალი რედაქციის მუხლთან შეათანხმა. მან ასევე გააუქმა დაზარალებულთა სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რადგან მსჯავრდებულები სამოქალაქო მოპასუხეებად არ იყვნენ ცნობილი; საბოლოო სასჯელები დარჩა თორმეტი და სამი მსჯავრდებულისთვის სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №793აპ2007-03-1222
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ ქურდობისთვის მსჯავრდებულთა ქმედება უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალით გადაკვალიფიცირა და სასჯელები უცვლელად დატოვა. პალატამ ასევე გააუქმა დაზარალებულთა სასარგებლოდ თანხის დაკისრება, რადგან სამოქალაქო სამართალწარმოება სათანადოდ არ დაწყებულა. დამცველის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საბოლოოდ ერთ მსჯავრდებულს დარჩა ხუთი წლით, მეორეს კი ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე უფლებები აქვს, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულის გარდა). სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს ცნოს სარჩელი ან დადოს მორიგება სამოქალაქო მოსარჩელესთან, რაც გამორიცხავს სარჩელის გამო შემდგომ წარმოებას. 2. სამოქალაქო მოპასუხეს იგივე საპროცესო მოვალეობები ეკისრება, რაც სამოქალაქო მოსარჩელეს (86-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულის გარდა). 3. პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ და მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე სამოქალაქო მოსარჩელის მტკიცებათა უარყოფის ტვირთი ეკისრება სამოქალაქო მოპასუხეს. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    90-ე მუხლში გამონაკლისი ქვეპუნქტის მითითება „პ“-დან „ჟ“-ზე გადავიდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²25244986362177271591110351732190
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…