საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 196. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2.სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს აღმასრულებელი.

3.აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.

4.ქონებაზე ყადაღის დადებაში მონაწილეობს სპეციალისტი – საქონელმცოდნე, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას.

5.დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით.

6.ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები.

7.ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას, მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია.

8.დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენაში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ ზიანის საერთო თანხას, რომლის მიყენებაშიც მონაწილეობდა ყველა ბრალდებული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი ან პროკურორი მოსამართლის ბრძანებას, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – თავის დადგენილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარუდგენს იმ პირს, რომელთანაც არის ქონება, და მოითხოვს ამ ქონების გადმოცემას. თუ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ითქვა, ან არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ მთელი ქონება არ გადმოცემულა, ტარდება ჩხრეკა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს აღმასრულებელი. 3. აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში. 4. ქონებაზე ყადაღის დადებაში მონაწილეობს სპეციალისტი – საქონელმცოდნე, რომელიც განსაზღვრავს ქონების ღირებულებას. 5. დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და იმ ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, განისაზღვრება საშუალო საბაზრო ფასებით. 6. ფულად ანაბარზე ყადაღის დადებისას წყდება საანაბრო ოპერაციები. 7. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს მეუღლეების ან ოჯახის ერთობლივ საკუთრებაში, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ ერთობლივი საკუთრება შეძენილი ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მთელ ქონებას ან მის მეტ წილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, დაკავშირებული პირის ან/და რეკეტული დაჯგუფების ქონებას, მიუხედავად ბრალდებულის წილისა ამ ქონებაში, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს ქონება ან მისი ნაწილი რეკეტულია. 8. დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენაში თითოეული ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ ზიანის საერთო თანხას, რომლის მიყენებაშიც მონაწილეობდა ყველა ბრალდებული. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №211 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.127

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №84 · ძალაშია 1 ოქტ. 2008-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    196-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში ქონებაზე ყადაღის დამდებ და დასაყადაღებელი ქონების განმსაზღვრელ პირად ახლა მითითებულია „აღმასრულებელი“ სიტყვა „სასამართლო“-ს გარეშე.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    196-ე მუხლის პირველ ნაწილში ქონების გადმოცემის მოთხოვნის სუბიექტთა წრიდან ამოღებულია მომკვლევი.

  3. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    196-ე მუხლში დაემატა რეკეტული ქონების ყადაღის წესი, რომელიც ბრალდებულის წილის მიუხედავად ვრცელდება დასახელებულ პირთა ქონებაზე.

  4. 196-ე მუხლის მე-3 პუნქტში ყადაღადასადები საგნისა და ფასეულობის განმსაზღვრელ სუბიექტად დასახელდა სასამართლო აღმასრულებელი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³564048356¹⁰356⁴15715115424124254196
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს ადმინისტრა…