საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 250. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის გამოძახება სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც კანონიერი წარმომადგენელი.

2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა.

3.საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც.

4.უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება მოიწვიონ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის, როგორც მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი, სამოქალაქო მოსარჩელე ან სამოქალაქო მოპასუხე, ხოლო ბრალდებულის შუამდგომლობით – როგორც კანონიერი წარმომადგენელი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლისა და ყოფნის ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუ შუამდგომლობა ამ პირების გამოძახების შესახებ უარყოფილია, მათი გამოძახების ხარჯები ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც შეიტანა შუამდგომლობა. 3. საგამოძიებო მოქმედებასა და სასამართლოში მონაწილეობისათვის უცხო სახელმწიფოდან კონკრეტული პირების გამოძახების შესახებ თხოვნა იგზავნება 248-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ასეთი თხოვნა იმავდროულად შეიძლება გაეგზავნოს გამოსაძახებელ პირებსაც. 4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მონაწილეობით ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები ტარდება ამ კოდექსით დადგენილი წესებით, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1284 - სსმ I, №11, 24.06.2009წ., მუხ.45

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №91 · ძალაშია 24 ივნ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 250-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია უცხო სახელმწიფოს მოქალაქის დამცველად მოწვევის შესაძლებლობა, ხოლო მე-2 ნაწილიდან — ადვოკატის გამონაკლისი ხარჯების ანაზღაურების წესში.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    250-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია მოქალაქის თანხმობის მითითება, ხოლო მეოთხე პუნქტის აკრძალვა გამოძახებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ იძულებითი ღონისძიებებისა და გაფრთხილების შესახებ ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38111462484929046759¹121641250
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…სამართალდაცვით სფეროში…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…