საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 249. უცხო სახელმწიფოში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის შინაარსი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობა უნდა შედგეს წერილობით, შუამდგომლობის გამგზავნის ხელმოწერით. იგი დამოწმებული უნდა იყოს დაწესებულების გერბიანი ბეჭდით. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) შუამდგომლობის გამგზავნი ორგანოს დასახელებასა და მისამართს; ბ) იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; გ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; დ) თხოვნის არსს, კერძოდ, იმ საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების შინაარსს, რომელიც უნდა ჩატარდეს; ე) მონაცემებს იმ პირთა ვინაობის, მოქალაქეობრივი კუთვნილების, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების, საქმიანობისა და სისხლის სამართლის საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ, რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება; ვ) გამოთხოვილი დოკუმენტებისა და ნივთიერი მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 21 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006

    249-ე მუხლში „დავალება“ შეიცვალა „შუამდგომლობით“ და შესაბამისად ახლებურად ჩამოყალიბდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. „ე“ ქვეპუნქტში პირთა წრე განისაზღვრა იმით, ვის მიმართაც უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ან სასამართლო მოქმედება, და „მოქალაქეობა“ შეიცვალა „მოქალაქეობრივი კუთვნილებით“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³³215251269493627163481556³16249
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…სამართალდაცვით სფეროში…