1.სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
2.შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.
3.უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ შუამდგომლობაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.
4.საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5.შუამდგომლობის შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.
6.საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.
7.თუ შუამდგომლობის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. შუამდგომლობა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმართ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებათა ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობას ასრულებს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.2. შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სრულდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორის მითითებით, ხოლო სასამართლო მოქმედების ჩატარების შესახებ – საქართველოს იუსტიციის მინისტრის დავალებით.3. უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა სრულდება, თუ ის შეიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. თუ შუამდგომლობაში არ არის ეს მონაცემები, ან თუ ისინი არასაკმარისია, გამოითხოვება დამატებითი მონაცემები.4. საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.5. შუამდგომლობის შესრულებისას შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს საპროცესო ნორმების გამოყენება, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით.6. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის შესრულებას შეიძლება ესწრებოდეს უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი.7. თუ შუამდგომლობის შესრულება შეუძლებელია, მიღებული დოკუმენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით უნდა დაუბრუნდეს უცხო სახელმწიფოს, ამასთანავე, უნდა მიეთითოს მისი შესრულების ხელშემშლელი მიზეზები. შუამდგომლობა ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისმა შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და უშიშროებას.საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3531 - სსმ I, №37, 07.08.2006წ., მუხ.272საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006
მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში უცხო სახელმწიფოს მიმართვა ახლა „შუამდგომლობად“ იწოდება „დავალების“ ნაცვლად; მე-7 პუნქტში გარდა ამისა „ამასთან“ შეიცვალა „ამასთანავე“-თი.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
251-ე მუხლის მე-2 პუნქტში საგამოძიებო მოქმედების შესახებ უცხო სახელმწიფოს დავალების შესრულების მითითების მიმცემად გენერალურ პროკურორთან ერთად დასახელდა მის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურორი; სასამართლო მოქმედების დავალება კვლავ იუსტიციის მინისტრის დავალებით სრულდება.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
251-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია მოკვლევის ორგანო; დავალებას ასრულებს სასამართლო, პროკურორი ან გამომძიებელი.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო კერძო სამ…სისხლის სამართლის საერ…პროკურატურის შესახებ