საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 483. ექსპერტიზა სასამართლოში

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა წინასწარი გამოძიებისას, ახალი ექსპერტები, ან ერთნიც და მეორენიც.

2.სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს იმ ექსპერტის გამოძახებაზე, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა მისი დავალებით, თუ არ არსებობს საფუძველი აცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება დაავალოს იმ ექსპერტთა კომისიას, რომელთაგან ერთნი მოწვეულნი არიან ბრალდების, ხოლო მეორენი – დაცვის მხრიდან.

3.სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 356-374-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით.

4.მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გამოაქვს და სხდომაზე საჯაროდ კითხულობს განჩინებას (დადგენილებას) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული უნდა იყოს პირი ან საექსპერტო დაწესებულება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან, მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს ექსპერტს, იშუამდგომლოს, რომ ექსპერტად შეიყვანონ მის მიერ მითითებული პირი, ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვა, თავად დაესწროს ექსპერტიზას. ექსპერტის აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებას სასამართლო განიხილავს 106-ე მუხლის წესების დაცვით.

5.ექსპერტი მონაწილეობს სასამართლო გამოძიებაში. მას უფლება აქვს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვას განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეს, სხვა ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღოს დათვალიერებაში, ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებაში დასკვნის შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

6.სასამართლო გამოძიების დროს სასამართლოსა და მხარეებს უფლება აქვთ დამატებითი კითხვები დაუსვან ექსპერტს.

7.ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შემდეგ სასამართლო ექსპერტს გადასცემს თავის განჩინებას (დადგენილებას), რომელშიც საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული სასამართლოსა და მხარეების მიერ ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხთა ნუსხა. თუ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, სასამართლო სათანადო ობიექტს გადასცემს ექსპერტს (ექსპერტებს) და აძლევს მათ გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად საჭირო დროს.

8.თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს.

9.სასამართლო სხდომაზე ექსპერტი საჯაროდ კითხულობს თავის დასკვნას, რის შემდეგაც იგი შეიძლება დაკითხონ მხარეებმა და სასამართლომ ამ დასკვნის განსამარტავად და დასაზუსტებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა წინასწარი გამოძიებისას, ახალი ექსპერტები, ან ერთნიც და მეორენიც. 2. სასამართლოს უფლება არა აქვს უარი უთხრას მხარეს იმ ექსპერტის გამოძახებაზე, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა მისი დავალებით, თუ არ არსებობს საფუძველი აცილებისათვის. მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოს შეუძლია ექსპერტიზის ჩატარება დაავალოს იმ ექსპერტთა კომისიას, რომელთაგან ერთნი მოწვეულნი არიან ბრალდების, ხოლო მეორენი – დაცვის მხრიდან. 3. სასამართლოში ექსპერტიზა ტარდება 356-374-ე მუხლებით დადგენილი და ქვემოთ მოყვანილი წესებით. 4. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით სასამართლოს გამოაქვს და სხდომაზე საჯაროდ კითხულობს განჩინებას (დადგენილებას) ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განჩინებაში (დადგენილებაში) მითითებული უნდა იყოს პირი ან საექსპერტო დაწესებულება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან, მხარეს უფლება აქვს აცილება მისცეს ექსპერტს, იშუამდგომლოს, რომ ექსპერტად შეიყვანონ მის მიერ მითითებული პირი, ექსპერტს დაუსვას დამატებითი კითხვა, თავად დაესწროს ექსპერტიზას. ექსპერტის აცილების შესახებ შუამდგომლობასა და განცხადებას სასამართლო განიხილავს 106-ე მუხლის წესების დაცვით. 5. ექსპერტი მონაწილეობს სასამართლო გამოძიებაში. მას უფლება აქვს ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებით კითხვა დაუსვას განსასჯელს, დაზარალებულს, მოწმეს, სხვა ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღოს დათვალიერებაში, ექსპერიმენტსა და სხვა საპროცესო მოქმედებაში დასკვნის შესადგენად საჭირო ინფორმაციის მისაღებად. 6. სასამართლო გამოძიების დროს სასამართლოსა და მხარეებს უფლება აქვთ დამატებითი კითხვები დაუსვან ექსპერტს. 7. ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის დამთავრების შემდეგ სასამართლო ექსპერტს გადასცემს თავის განჩინებას (დადგენილებას), რომელშიც საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული სასამართლოსა და მხარეების მიერ ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხთა ნუსხა. თუ საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა, სასამართლო სათანადო ობიექტს გადასცემს ექსპერტს (ექსპერტებს) და აძლევს მათ გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად საჭირო დროს. 8. თუ სასამართლო გამოძიების მონაცემებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს წინასწარი გამოძიების დროს ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა, ექსპერტს უფლება აქვს დაიმოწმოს ადრე ჩატარებული გამოკვლევა და აღარ გაიმეოროს იგი. ამასთან, ის ვალდებულია თავის დასკვნაში პასუხი გასცეს მის წინაშე დასმულ ყველა საკითხს. 9. სასამართლო სხდომაზე ექსპერტი საჯაროდ კითხულობს თავის დასკვნას, რის შემდეგაც იგი შეიძლება დაკითხონ მხარეებმა და სასამართლომ ამ დასკვნის განსამარტავად და დასაზუსტებლად. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 1 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 483-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული მუხლების დიაპაზონი 358–376-დან 356–374-ზე გადავიდა, ხოლო მე-8 ნაწილში დასკვნის მიმართ სასამართლო გამოძიების მონაცემთა ზემოქმედების პირობა სხვა სიტყვებით ჩამოყალიბდა: „ეჭვქვეშ ვერ დააყენეს“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
388621257162168171106374345214414628483
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…