1.არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.
2.განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ:
ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას;
ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს;
გ) (ამოღებულია);
დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი;
ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;
ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო;
ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის;
თ) დაირღვა განსჯადობის წესები;
ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა;
კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;
ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება;
ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი;
ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
3.გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არსებითად ითვლება ამ კოდექსის მოთხოვნათა ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეზღუდეს პროცესის მონაწილეთა უფლებები, ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე.2. განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ:ა) წინასწარი გამოძიება ან სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას;ბ) განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს;გ) (ამოღებულია);დ) ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი;ე) განსასჯელი სამართალში არ არის მიცემული კანონით დადგენილი წესით;ვ) საქმე გამოიძიეს ან განიხილეს დამცველის მონაწილეობის გარეშე, როცა კანონით მისი მონაწილეობა სავალდებულო იყო;ზ) დაირღვა ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის უფლება, ისარგებლოს მშობლიური ენით ან სხვა ენით, რომელიც მან იცის;თ) დაირღვა განსჯადობის წესები;ი) საქმე განიხილეს მსჯავრდებულის დაუსწრებლად, როცა კანონით მისი დასწრება სავალდებულოა;კ) მსჯავრდებულს არ მისცეს საბოლოო სიტყვა;ლ) განაჩენი გამოიტანა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;მ) დაირღვა მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება;ნ) საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი;ო) განაჩენზე რომელიმე მოსამართლეს არ მოუწერია ხელი, გარდა 506-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.3. გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
10 იან. 2006 – 1 იან. 2007ტექსტი უცნობია
1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
563 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში პროცესუალური სტატუსის აღნიშვნა „ბრალდებული“ შეიცვალა „განსასჯელით“.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
563-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც კანონით სავალდებულო ექსპერტიზის არჩატარებას საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევად ასახელებდა.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
563-ე მუხლის პირველ ნაწილში არსებით დარღვევათა ჩამონათვალს დაემატა „ო“ ქვეპუნქტი — განაჩენზე რომელიმე მოსამართლის ხელმოწერის არარსებობა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
„ო“ ქვეპუნქტში განაჩენზე მოსამართლის ხელმოუწერლობას დაემატა გამონაკლისი 506-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემთხვევაში.
563-ე მუხლის პირველ ნაწილში „ზ“ ქვეპუნქტი მოიცავს განსასჯელსა და მსჯავრდებულს და სხვა ცნობილ ენას.
563-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებში ტერმინი შეიცვალა „მსჯავრდებულით“; ამოღებულია „ო“ ქვეპუნქტი სხვა არსებითი დარღვევების შესახებ.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.