Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 10

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 10. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025
თემები:დაბინძურების კონტროლიღონისძიებებინარჩენების მართვაპიროვნული დაზიანებაზემოქმედების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის აუცილებელია: ა) 10 ტონაზე მეტი მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა; ბ) არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის რეგისტრაცია.

2.სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილმდებარეობის შერჩევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტერიტორიის დაცულობა წყალდიდობის, მეწყრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) სახიფათო ნარჩენებით ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემით; ბ) სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციისა და კონტროლის მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია მაფრთხილებელი ნიშნებით (რომლებიც მიუთითებენ შენახულ სახიფათო ნარჩენებზე (კატეგორია, სახეობა)) და ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა მოწყობილობებით; გ) შენახვის ადგილის ქვედა ფენა (ძირი) დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ შედის რეაქციაში ან არ იწოვს შენახულ ნარჩენებს, წყალგაუმტარია და ითვალისწინებს ნარჩენების დაღვრის/გაფანტვის რისკს; დ) კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ნარჩენებისთვის, შენახვის ადგილზე მოთავსებულია იმგვარად, რომ ნარჩენებთან წვდომა მარტივი და უსაფრთხოა. კონტეინერების 2 მწკრივს შორის მანძილი უნდა იყოს ყველაზე დიდი ზომის კონტეინერზე, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი; ე) საკმარისი ადგილია კონტეინერების გარეცხვისა და გამართვისთვის.

4.კონტეინერების ნარეცხი წყალი მიიჩნევა სახიფათო ნარჩენად და დაუშვებელია მისი ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში წინასწარ განეიტრალების გარეშე.

5.იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების შესანახად გამოიყენება ავზი, აუცილებელია ამ უკანასკნელის მოთავსება სითხეგაუმტარ შემოფარგლულ ტერიტორიაზე, რომელიც შეაკავებს თხევად სახიფათო ნარჩენებს დაღვრის ან ავარიის შემთხვევაში. ავზები უნდა იყოს აღჭურვილი გადავსების საწინააღმდეგო და გამართული განგაშის სისტემით.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტოქსიკური ზიანის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დროებითი ნაგებობის განთავსების ნებართვასერვისის გვერდი
  • ნარჩენების განთავსების ნებართვასერვისის გვერდი
  • საშიში მასალების მართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-08-06 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 18სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებები
  • 17სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები
  • 26ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 3ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი  დაშვებულია
  • 4სახიფათო ნარჩენებისა და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 77საქონლის დროებით შენახვასთან დაკავშირებული პირობები და მოვალეობები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 234საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 6მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და მათი კონტროლი

წიაღის შესახებ

  • 45მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი

წყლის შესახებ

  • 15წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 10ზოგადი მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელისადმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
234344534156181726107710
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025