Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“მუხლი 6

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

მუხლი 6. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და მათი კონტროლი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 8 მაი. 2012
თემები:ფიზიკური ინვენტარიზაციასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაინტელექტუალური საკუთრების შეფასებაზემოქმედების შეფასებაშეზღუდული საქონელი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტების კონტროლის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ეს ობიექტები მიეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს.

2.ობიექტები ექვემდებარება კონტროლს.

3.ობიექტების კონტროლი ხორციელდება ორი სახით: ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით; ბ) პერიოდული ინსპექტირებით.

4.ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე: ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება; ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობა.

5.პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება შემდეგი ობიექტები: ა) კარიერი/მაღარო/შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის; ბ) ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება; გ) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი/ტერაკონი; დ) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი; ე) ჟანგბადის წარმოება და სხვა აფეთქებასაფრთხი­ანი პროცესი; ვ) თხევადი ჟანგბადის წარმოება; ზ) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა; თ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი; ი) ნავთობბაზა; კ) მაგისტრალური ნავთობსადენი; ლ) მაგისტრალური გაზსა­დენი; მ) ამწე მოწყობილობა; ნ) ლიფტი; ო) ესკალატორი; პ) ფუნი­კულიორი; ჟ) საბაგირო გზა; რ) ატრაქციონი; ს) საქვაბე დანადგარი/მოწყობილობა; ტ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი; უ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტები; ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).

6.ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმას ობიექტის ტიპის მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.

7.ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის აკრედიტებული საინსპექციო ორგანო. საინსპექციო ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და საინსპექციო ორგანოს მიერ. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 12 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 ივლ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოძრავი აქტივების ეტიკეტირება და ბარკოდ-ტრეკინგი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიური ლიცენზიების შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მძიმე ტექნიკის და სპეცტექნიკის შეფასება (ექსკავატორები, კრანები, ბულდოზერები)სერვისის გვერდი
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტ/იმპორტის ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 მაი. 2012 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2010
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მიზანი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 18ობიექტები და მათი ზედამხედველობა
  • 14რეგულირების სფერო
  • 15ტერმინთა განმარტება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 27სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 36რადიაციული დაცვის კონტროლი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 11პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 57სახელმწიფო კონტროლი

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 10 (დანართი 1)სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2757317311814151110 (დ…36376
მითითებამნიშვნელობით ახლოსტექნიკური საფრთხის კონ…პროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს „წითელი ნუ…რადიაციული დაცვის, ბირ…საგზაო მოძრაობის შესახ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 მაი. 2012 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026