Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 22 (დანართი 1)

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 22 (დანართი 1). მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების მოთხოვნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა ნარჩენების დამუშავების მომსახურება და ობიექტები იმგვარად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ოპერირება, რომ შემცირდეს ბუნებრივი რესურსების მოხმარება და დაცული იყოს ნარჩენების მართვის იერარქია, როგორც ეს ნარჩენების მართვის კოდექსის მე–4 მუხლითაა განსაზღვრული.

2.ნარჩენების მართვის იერარქიის გამოყენებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიიღოს საჭირო ზომები და  წაახალისოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და  ეკონომიური  ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტიანია ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების,  შემცირების ან რეციკლირების თვალსაზრისით.

3.ნარჩენების დამუშავების  პროცესის განსაზღვრის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი ფაქტორებით: ა) დამუშავების ტექნიკისა და  სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი მდგრადი ეფექტიანობა; ბ) გამოვლენილი სანდოობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამუშავების ხანგრძლივი ეფექტიანობა; გ) დიზაინის მოქნილობა ნარჩენების მახასიათებლების (კომპოზიციის, სიმკვრივის და ა. შ.) ცვლილებისადმი, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რეციკლირებადი და აღდგენადი მასალების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივ შემოღებას; დ) ტექნიკური სიმარტივე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი ოპერაციების მდგრადი შედეგების მიღწევას მინიმალური ტექნიკური  ცოდნითა და ხარჯით.

4.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამუშავების ყველა მეთოდი შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5.ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზომები, რათა წაახალისოს: ა) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მათი შემდგომი კომპოსტირებისა და დაშლის მიზნით; ბ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დამუშავება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებით; გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენებისგან წარმოებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო მასალების გამოყენება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 7 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 23 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების მართვის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ნარჩენების მართვის ნებართვასერვისის გვერდი
  • რეციკლირების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • სამრეწველო ნარჩენების მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №2

  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ნარჩენების მართვის… 4მუხლი 4 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 23 (დანართი 1)მუნიციპალური ნარჩენების  დამუშავების  მეთოდები
  • 10 (დანართი 1)მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების ხარისხი
  • 5 (დანართი 1)მუნიციპალიტეტის უფლებები და ვალდებულებები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 16მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება
  • 13მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
  • 7ნარჩენების

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 8 (დანართი 1)გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია
  • 34 (დანართი 1)ნარჩენების მიღების პროცედურა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 34ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

  • 4სურსათის ნარჩენების მართვის იერარქია

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 7ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 2 (დანართი 1)მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7344161378 (და…34 (დ…2 (და…4 (და…23 (დ…10 (დ…5 (და…422 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებსურსათის დანაკარგებისა…ნარჩენების იმპორტის, ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026