უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.

1¹.2010 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა ლიცენზირებულმა ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

1².კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

1³.სახელმწიფოს მიერ აღიარებულია 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელიც მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.

2.( ამოღებულია) .

3.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.

4.( ამოღებულია) .

5.(ამოღებულია).

6.საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.

7.სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე.

7¹.2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.

8.საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული საფასურების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

9.(ამოღებულია).

10.(ამოღებულია – 28.02.2012, №5718).

11.(ამოღებულია – 28.02.2012, №5718).

12.2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.

13.საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.

14.საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3436 – ვებგვერდი, 28.09.2018წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5709 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №613 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1072 – ვებგვერდი, 23.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1645 – ვებგვერდი, 11.06.2026წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №71214.01.2016კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    განმეორებითი განცხადების განხილვაზე უარის ბათილად ცნობა და უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დავალება

    მოსარჩელე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებას მოითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განმეორებითი განცხადებისთვის საჭიროა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ მდგომარეობის ცვლილება ან ისეთი ახალი გარემოება, რომელიც უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას განაპირობებს. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება სასამართლომ ასეთ საფუძვლად არ მიიჩნია. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი.

  • №856282025-06-2523
    დაუშვებლობა (T5)

    დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის ბათილად ცნობა და განათლების ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრების შესახებ აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე და მიღებული განათლების ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცენტრმა სათანადოდ არ გამოიკვლია სწავლის ხანგრძლივობა და წინარე განათლება, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოუძიებლობა თავისთავად არ ამართლებს ნამდვილობის დადასტურებაზე უარს. პალატამ აგრეთვე განმარტა დიპლომთან დაკავშირებული კანონიერი ნდობის დაცვის მნიშვნელობა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი და ცენტრს ახალი აქტის გამოცემა დაევალა გარემოებების გამოკვლევის შემდეგ.

  • №ბს-828(კ-18)2019-03-2822
    დაუშვებლობა (T5)

    დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის ბათილად ცნობა და დადასტურების შესახებ აქტის გამოცემის დავალება

    დავა ეხებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარს ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების დასკვნა, რომ დიპლომის გაცემისას დაწესებულებაზე ვრცელდებოდა ახალდაფუძნებული ლიცენზირებული დაწესებულებისათვის დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. პალატამ ასევე მიუთითა, რომ დიპლომის გაცემის შემდეგ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგები წინასწარ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დავალების შესახებ გადაწყვეტილება.

  • დაუშვებლობა (T5)

    დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის ბათილად ცნობა და დამადასტურებელი აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარს დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დასკვნა, რომ დიპლომის გაცემისას დაწესებულებაზე ვრცელდებოდა ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივი შედეგები. სასამართლომ მიუთითა, რომ დიპლომის გაცემის შემდეგ კანონში შესული ცვლილების თანამდევი შედეგები გაცემის მომენტში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა. ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ბათილად გამოცხადდა და ცენტრს დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი აქტის გამოცემა დაევალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №124 · ძალაშია 11 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9863⁶66¹12¹661132²2224412 (და…3988
მითითებამნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…საქართველოში გაცემული …განათლების ხარისხის გა…საექიმო საქმიანობის შე…ზოგადი განათლების შესა…ეროვნული საკვალიფიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა