Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 183

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 183. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი →
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 111. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით →
თემები:ფიზიკური ინვენტარიზაციააქტივების რეესტრის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12356789101112131415

1.ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

2.ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

3.ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით: ჯგუფის ნომერი ძირითადი საშუალებები ამორტიზაციის ნორმა,% 1 მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა. 20 2 სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა. 20 3 სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელ-გენერატორები,ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები. 8 4 შენობები, ნაგებობები. 5 5 ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში. 15 4. თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად.

5.შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში – ნაგებობა) ამორტიზაცია დაერიცხება თითოეულ ნაგებობაზე ცალ-ცალკე. შესაბამისად, თითოეული ნაგებობა განიხილება, როგორც ცალკე ჯგუფი.

6.საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება საანგარიშოს წინა საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით და ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვებით, რომლებსაც ემატება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათ-ვის დამატებულ ძირითად საშუალებათა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, აგრეთვე საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯები ზღვრული დონის ზემოთ ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და აკლდება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა.

7.თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსათვის, მაშინ ნამეტი თანხა ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება.

8.თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის 1 000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას.

9.თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებული ან ლიკვიდირებულია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.

10.გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ მეორე და მესამე ჯგუფზე გამოიყენონ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ორმაგი ოდენობისა.

11.ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და, შესაბამისად, თითოეული ძირითადი საშუალება ითვლება ცალკე ჯგუფად. ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: ა) ძირითადი საშუალების (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) თუ ლიზინგით გაცემამდე ძირითადი საშუალება შესული იყო ექსპლუატაციაში და ერიცხებოდა ცვეთა, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მისი ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ღირებულების და ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამას-თანავე, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულებით უნდა შემცირდეს იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი, რომლიდანაც მოხდა ამ ძირითადი საშუალების გამოტანა და, თუ აღნიშნული ღირებულება ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მეტია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ნამეტი თანხა ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში, ხოლო თუ ამავე ძირითად საშუალებაზე გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულება მთლიანად უნდა იქნეს ჩართული ერთობლივ შემოსავალში.

12.ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ამორტიზაციას ექვემდებარება საგადასახადო წლის განმავლობაში ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მიმდინარე გადახდების დისკონტირებული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობისა. ამასთანავე, ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ამორტიზაციის წესი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

13.შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუ-ფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ.

14.ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულება ეხება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შესყიდულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 ნაწილის ამოქმედებამდე შესყიდული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულე-ბის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.

15.თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან იჯარის ვადის დასრულებისას: ა) არ ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება და შეიტანოს შესაბამის ჯგუფში, ხოლო გადაანგარიშების შედეგად მიღებული ნამეტი ჩართოს ამ წლის ერთობლივ შემოსავალში; ბ) ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების მოიჯარისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა, რომელიც არ შეიძლება იყოს მიწოდების მომენტისთვის ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი, მომსახურებიდან გამოყოფილი დისკონტირებული ღირებულების თანხისა და ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების ჯამზე ნაკლები, ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. 2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული. 3. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით: ჯგუფის ნომერი ძირითადი საშუალებები ამორტიზაციის ნორმა,% 1 მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა. 20 2 სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა. 20 3 სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელ-გენერატორები,ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები. 8 4 შენობები, ნაგებობები. 5 5 ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში. 15 4. თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად. 5. შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში – ნაგებობა) ამორტიზაცია დაერიცხება თითოეულ ნაგებობაზე ცალ-ცალკე. შესაბამისად, თითოეული ნაგებობა განიხილება, როგორც ცალკე ჯგუფი. 6. საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება საანგარიშოს წინა საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით და ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვებით, რომლებსაც ემატება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვისჯგუფისათ-ვის დამატებულ ძირითად საშუალებათა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, აგრეთვე საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯები ზღვრული დონის ზემოთ ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და აკლდება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა. 7. თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსათვის, მაშინ ნამეტი თანხა ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება. 8. თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის 1 000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას. 9. თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებული ან ლიკვიდირებულია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. 10. გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ მეორე და მესამე ჯგუფზე გამოიყენონ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ორმაგი ოდენობისა. 11. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და, შესაბამისად, თითოეული ძირითადი საშუალება ითვლება ცალკე ჯგუფად. ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: ა) ძირითადი საშუალების (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) თუ ლიზინგით გაცემამდე ძირითადი საშუალება შესული იყო ექსპლუატაციაში და ერიცხებოდა ცვეთა, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მისი ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ღირებულების და ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამას-თანავე, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულებით უნდა შემცირდეს იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი, რომლიდანაც მოხდა ამ ძირითადი საშუალების გამოტანა და, თუ აღნიშნული ღირებულება ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მეტია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ნამეტი თანხა ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში, ხოლო თუ ამავე ძირითად საშუალებაზე გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულება მთლიანად უნდა იქნეს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. 12. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ამორტიზაციას ექვემდებარება საგადასახადო წლის განმავლობაში ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მიმდინარე გადახდების დისკონტირებული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობისა. ამასთანავე, ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ამორტიზაციის წესი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 13. შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუ-ფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულება ეხება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შესყიდულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 ნაწილის ამოქმედებამდე შესყიდული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულე-ბის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. 15. თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან იჯარის ვადის დასრულებისას: ა) არ ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება და შეიტანოს შესაბამის ჯგუფში, ხოლო გადაანგარიშების შედეგად მიღებული ნამეტი ჩართოს ამ წლის ერთობლივ შემოსავალში; ბ) ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების მოიჯარისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა, რომელიც არ შეიძლება იყოს მიწოდების მომენტისთვის ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი, მომსახურებიდან გამოყოფილი დისკონტირებული ღირებულების თანხისა და ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების ჯამზე ნაკლები, ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
რედაქციების შედარება

1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. 2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული. 3. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით: ჯგუფის ნომერი ძირითადი საშუალებები ამორტიზაციის ნორმა,% 1 მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა. 20 2 სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობა; ელექტრონული მოწყობილობა. 20 3 სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელ-გენერატორები,ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები. 8 4 შენობები, ნაგებობები. 5 5 ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში. 15 4. თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად. 5. შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში – ნაგებობა) ამორტიზაცია დაერიცხება თითოეულ ნაგებობაზე ცალ-ცალკე. შესაბამისად, თითოეული ნაგებობა განიხილება, როგორც ცალკე ჯგუფი. 6. საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება საანგარიშოს წინა საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით და ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვებით, რომლებსაც ემატება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვის დამატებულ ძირითად საშუალებათა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, აგრეთვე საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯები ზღვრული დონის ზემოთ ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და აკლდება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა. 7. თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსათვის, მაშინ ნამეტი თანხა ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება. 8. თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის 1 000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას. 9. თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებული ან ლიკვიდირებულია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. 10. გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ მეორე და მესამე ჯგუფზე გამოიყენონ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ორმაგი ოდენობისა. 11. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებები ჯგუფდება ცალ-ცალკე და, შესაბამისად, თითოეული ძირითადი საშუალება ითვლება ცალკე ჯგუფად. ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: ა) ძირითადი საშუალების (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ძირითადი საშუალებისა) ღირებულება ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) თუ ლიზინგით გაცემამდე ძირითადი საშუალება შესული იყო ექსპლუატაციაში და ერიცხებოდა ცვეთა, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მისი ამ კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული ღირებულების და ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამას-თანავე, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულებით უნდა შემცირდეს იმ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი, რომლიდანაც მოხდა ამ ძირითადი საშუალების გამოტანა და, თუ აღნიშნული ღირებულება ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მეტია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ნამეტი თანხა ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში, ხოლო თუ ამავე ძირითად საშუალებაზე გამოყენებული იყო ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, გადაანგარიშების შედეგად მიღებული ღირებულება მთლიანად უნდა იქნეს ჩართული ერთობლივ შემოსავალში. 12. ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალება ამორტიზაციას ექვემდებარება საგადასახადო წლის განმავლობაში ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მიმდინარე გადახდების დისკონტირებული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ოდენობისა. ამასთანავე, ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ამორტიზაციის წესი შეიძლება განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 13. შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუ-ფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ. 14. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულება ეხება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შესყიდულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 ნაწილის ამოქმედებამდე შესყიდული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულე-ბის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. 15. თუ ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ან იჯარის ვადის დასრულებისას: ა) არ ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ ძირითად საშუალებაზე მოახდინოს ამორტიზაციის გადაანგარიშება და შეიტანოს შესაბამის ჯგუფში, ხოლო გადაანგარიშების შედეგად მიღებული ნამეტი ჩართოს ამ წლის ერთობლივ შემოსავალში; ბ) ხორციელდება ძირითადი საშუალების გამოსყიდვა მოიჯარის მიერ, მეიჯარე ვალდებულია აღნიშნული ძირითადი საშუალების მოიჯარისთვის მიწოდებისას მიღებული ან/და მისაღები თანხა, რომელიც არ შეიძლება იყოს მიწოდების მომენტისთვის ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი, მომსახურებიდან გამოყოფილი დისკონტირებული ღირებულების თანხისა და ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების ჯამზე ნაკლები, ჩართოს ერთობლივ შემოსავალში, ხოლო აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და ჯგუფის ღირებულება გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  3. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 31 მაი. 2006
წინა მუხლი 182შემდეგი მუხლი 184

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ცვეთის და ამორტიზაციის გაანგარიშება ინვენტარიზაციის მონაცემებზესერვისის გვერდი
  • ძირითადი საშუალებების სრული ინვენტარიზაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2010-12-07 · №69

9
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2009-07-24
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 184მუხლი 211

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24მუხლი 21მუხლი 177მუხლი 184მუხლი 188მუხლი 175მუხლი 189მუხლი 200მუხლი 251

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 111საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
  • 113არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა
  • 112ძირითად საშუალებათა მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვა

მუზეუმების შესახებ

  • 22სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 192ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანა, ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერების შემოტანა
  • 149გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 19რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა
  • 26სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვება და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 13ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყება, ლიკვიდაციის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 5სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის უზრუნველყოფა

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 10ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 42სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
221842112421177188175189200251111113112192183
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…მუზეუმების შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…