საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 251. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება საანგარიშო პერიოდში დღგ - ის ჩასათვლელი თანხის დარიცხული დღგ - ის თანხაზე გადამეტების შემთხვევაში

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქონლის ექსპორტისას ან/და ამ კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შეძენისას ან/და იმპორტისას, აგრეთვე ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 ჯგუფით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების წარმოებისათვის შეძენილ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადამეტება დარიცხულ დღგ-ის თანხაზე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში, ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.

2.დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის შემდგომი პერიოდების გადასახდელებში ან 3 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით.

3.საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელისათვის თანხის შეცდომით დაბრუნების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ამ თანხის დაბრუნება დღგ-ის გადახდევინების წესით. თუ საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელდა უსაქონლო ოპერაციები ან ფიქტიური გარიგებები, მაშინ ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მყიდველისათვის დღგ-ის ჩათვლა უქმდება. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქონლის ექსპორტისას ან/და ამ კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების შეძენისას ან/და იმპორტისას, აგრეთვე ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 ჯგუფით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების წარმოებისათვის შეძენილ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გადამეტება დარიცხულ დღგ-ის თანხაზე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში, ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. დღგ-ის სხვა გადამხდელებს ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დღგ-ის თანხაზე ჩაეთვლებათ დღგ-ის შემდგომი პერიოდების გადასახდელებში ან 3 თვის შემდეგ უბრუნდებათ ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის გადამხდელისათვის თანხის შეცდომით დაბრუნების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ამ თანხის დაბრუნება დღგ-ის გადახდევინების წესით. თუ საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელდა უსაქონლო ოპერაციები ან ფიქტიური გარიგებები, მაშინ ამ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მყიდველისათვის დღგ-ის ჩათვლა უქმდება. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    251 მუხლის მე-2 ნაწილში დღგ-ის სხვა გადამხდელებისთვის ჩასათვლელი თანხის გადამეტების დაბრუნების ვადა 6 თვიდან 3 თვემდე შეიცვალა; „მომავალი პერიოდები“ ჩანაცვლდა „შემდგომი პერიოდებით“.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1551837125226418¹18117717573² (…73¹ (…73³ (…14016763251
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსი