საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 188. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.

2.ამ მუხლის მოთხოვნა ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით. გარდა იმ არამატერიალური აქტივებისა, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.

3.„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად. 2. ამ მუხლის მოთხოვნა ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით. გარდა იმ არამატერიალური აქტივებისა, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია. 3. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1214195¹1833111910511363107 (…31 (დ…3110188
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…რეგულირების საფასურის …ნავთობისა და გაზის შეს…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…