საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 184. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

2.თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. ამასთანავე, ამ კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი 100-პროცენტიანი საამორტიზაციო ანარიცხების ნორმების გამოყენებისას, რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.

3.იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, ხოლო გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მე-5 ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით. ამასთანავე, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით. 2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. ამასთანავე, ამ კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი 100-პროცენტიანი საამორტიზაციო ანარიცხების ნორმების გამოყენებისას, რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად. 3. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, ხოლო გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მე-5 ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით. ამასთანავე, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    184-ე მუხლის პირველ ნაწილში ტერმინი „სამეწარმეო“ „ეკონომიკურით“ შეიცვალა და დაზუსტდა ბალანსის განსაზღვრის წელი; მე-2 ნაწილში დაემატა 100-პროცენტიანი ნორმისას სრული გამოქვითვა, ხოლო ახალი მე-3 ნაწილი არეგულირებს იჯარით აღებულ საშუალებათა რემონტს.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  3. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    184-ე მუხლის პირველ ნაწილში რემონტის ხარჯების გამოქვითვის ზღვარი (ბალანსის 5 პროცენტამდე) ახლა საანგარიშო წლის წინა წლის ბოლოსათვის არსებულ ჯგუფის ღირებულებით ბალანსს უკავშირდება; პირველი ცვლილება მხოლოდ დაწერილობითია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39³3081831151121134331 (დ…30 (დ…73² (…43531184
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…იპოთეკით დაცული ობლიგა…მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს სამოქალაქო…