საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 21. ლიზინგი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ პირი ერთ წელზე მეტი ვადით ლიზინგით გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება მომსახურების გაწევად.

2.საგადასახადო მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში სალიზინგო მომსახურების ღირებულების ამ კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის 50 პროცენტით შემცირებული განაკვეთის გამოყენებით დისკონტირებული თანხა არ უნდა იყოს ამ ძირითადი საშუალების ამავე კოდექსის 183-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებასა და მის ნარჩენ (მოიჯარისათვის გადაცემის (საკუთრების უფლების გადასვლის) მომენტისათვის) ღირებულებას შორის სხვაობაზე ნაკლები.

3.ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება, შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით; ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს; გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას არ აღემატება ამ ვადის დასაწყისში ქონების ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული საბალანსო ღირებულების 15 პროცენტს.

4.ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის პერიოდი მოიცავს პერიოდს, რომლის დროსაც იჯარის მიმღებს იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, განაახლოს ლიზინგი.

5.ლიზინგის შემთხვევაში იჯარის ვადის დასრულებისას ძირითადი საშუალების მიწოდება არ შეიძლება განხორციელდეს ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლები ფასით.

6.ამ მუხლის მიზნებისათვის, მისი მე-2 ნაწილის პირობების გათვალისწინებით, არ შეიძლება იჯარას შეეცვალოს კლასიფიკაცია და მოხდეს მისი გარდაქმნა ლიზინგად, თუ თავიდანვე არ განხორციელდა ძირითადი საშუალების გაცემა ლიზინგის ხელშეკრულებით.

7.ამ მუხლის მიზნებისათვის იჯარა მოიცავს ქირას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ პირი ერთ წელზე მეტი ვადით ლიზინგით გასცემს ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოპერაცია ითვლება მომსახურების გაწევად. 2. საგადასახადო მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში სალიზინგო მომსახურების ღირებულების ამ კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის 50 პროცენტით შემცირებული განაკვეთის გამოყენებით დისკონტირებული თანხა არ უნდა იყოს ამ ძირითადი საშუალების ამავე კოდექსის 183-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებასა და მის ნარჩენ (მოიჯარისათვის გადაცემის (საკუთრების უფლების გადასვლის) მომენტისათვის) ღირებულებას შორის სხვაობაზე ნაკლები. 3. ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება ექნება, შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით; ბ) იჯარის ვადა აღემატება ძირითად საშუალებათა ეკონომიკური სამსახურის ვადის 75 პროცენტს; გ) იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას არ აღემატება ამ ვადის დასაწყისში ქონების ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული საბალანსო ღირებულების 15 პროცენტს. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის პერიოდი მოიცავს პერიოდს, რომლის დროსაც იჯარის მიმღებს იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს, განაახლოს ლიზინგი. 5. ლიზინგის შემთხვევაში იჯარის ვადის დასრულებისას ძირითადი საშუალების მიწოდება არ შეიძლება განხორციელდეს ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლები ფასით. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის, მისი მე-2 ნაწილის პირობების გათვალისწინებით, არ შეიძლება იჯარას შეეცვალოს კლასიფიკაცია და მოხდეს მისი გარდაქმნა ლიზინგად, თუ თავიდანვე არ განხორციელდა ძირითადი საშუალების გაცემა ლიზინგის ხელშეკრულებით. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის იჯარა მოიცავს ქირას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 31 მაი. 2006

    21-ე მუხლის პირველ ნაწილში დარჩა მხოლოდ წესი, რომ ლიზინგით გაცემა საქონლის მიწოდებად ითვლება; საიჯარო გადასახდელის შემადგენლობის განსაზღვრა ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83²153¹²576580⁶580¹17918395⁶98¹98³202160¹30 (დ…30¹ (…88 (დ…21
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…