ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 31. მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებაზე.

2.მიმწოდებელი, საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესების შესაბამისად.

3.თუ ბუნებრივი გაზის მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ხორციელდება შემდეგი წესით: ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ბუნებრივი გაზის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მიმწოდებლისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება; ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული (მიღებული) ბუნებრივი გაზი ნაკლებია განაწილების ლიცენზიანტის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებულ და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელ ბუნებრივ გაზზე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.

4.იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიანტის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ან გატარების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში, შესაბამისად, გატარებული ან განაწილებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 თავი VI არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  3. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ფასის სხვაობა გამოითვლება გატარების მომსახურების ღირებულებით, ხოლო მე-4 პუნქტის დანაკარგების წესი ახლა ეხება განაწილების ან გატარების ტარიფს და გატარებულ ან განაწილებულ გაზს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1925¹²5¹15383028109414031
მნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ნავთობისა და გაზის შეს…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა