საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 214. პარტნიორის წილის ( აქციების ) სანაცვლოდ გადაცემული აქტივების ღირებულების განსაზღვრის წესი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტი ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ წარმოადგენს აქტივების მიწოდებას.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

3.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.

4.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღები აქტივების ღირებულებად იღებს გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს, ხოლო თუ გადაეცემა ამორტიზაციის ერთზე მეტი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივი, მიღებული ღირებულებითი ბალანსი ჯგუფების აქტივებს შორის გადანაწილდება გადაცემის მომენტისათვის მათი საბაზრო ფასის პროპორციულად, და გადამცემი მხარე სანაცვლოდ მიღებული პარტნიორის წილის (აქციების) ღირებულებად იღებს ჯგუფის (ჯგუფების) ღირებულებით ბალანსს გადაცემის მომენტისათვის.

6.ეს მუხლი არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტი ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ წარმოადგენს აქტივების მიწოდებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის. 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით. 4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღები აქტივების ღირებულებად იღებს გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს, ხოლო თუ გადაეცემა ამორტიზაციის ერთზე მეტი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივი, მიღებული ღირებულებითი ბალანსი ჯგუფების აქტივებს შორის გადანაწილდება გადაცემის მომენტისათვის მათი საბაზრო ფასის პროპორციულად, და გადამცემი მხარე სანაცვლოდ მიღებული პარტნიორის წილის (აქციების) ღირებულებად იღებს ჯგუფის (ჯგუფების) ღირებულებით ბალანსს გადაცემის მომენტისათვის. 6. ეს მუხლი არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    214-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამონაკლისი ჯგუფური ამორტიზაციის აქტივებზე ახლებურად ჩამოყალიბდა: „ხდება ... გადაცემა“ შეიცვალა „გაიცემა ... აქტივი“-თი და მრავლობითი „შემთხვევები“ გამოიყენება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26424515115014750⁴ (…17¹76141158181214
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო ქონების შეს…ელექტრონული კომუნიკაცი…