ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 17¹. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზნებისთვის კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა არის ოპერაცია, რომლის შედეგადაც ხდება ვირტუალური აქტივის გადაცემა ვირტუალური აქტივის განაწილებული აღრიცხვის ერთი მისამართიდან, ვირტუალური აქტივის ანგარიშიდან ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობიდან, რომელიც იძლევა ვირტუალური აქტივის შენახვის შესაძლებლობას, მეორეზე. ამასთანავე, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ახორციელებს ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების სასარგებლოდ მოქმედი სულ მცირე ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემისას შესაძლებელია ვირტუალური აქტივის გადამცემი და ვირტუალური აქტივის მიმღები ერთი და იგივე პირი იყოს ან მათ ვირტუალური აქტივის მომსახურებას უწევდეს ერთი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების უფლებამოსილება.

2.ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემას ან/და ვირტუალური აქტივის მიღებას თან ახლდეს საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული თანმხლები ინფორმაცია.

3.კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა/ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალმა პროვაიდერმა და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, ვირტუალური აქტივის გადაცემის ან დაკავშირებული გარიგების საეჭვოობის შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ ვირტუალური აქტივის გადამცემისა და ვირტუალური აქტივის მიმღების შესახებ მონაცემების არარსებობა ან საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით არასრულად წარდგენა და უნდა დაადგინონ, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ. თავი IV გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2025 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 24 მაი. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2023 – 24 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

  4. 13 დეკ. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  5. 30 ოქტ. 2019 – 13 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39¹52⁵1515050⁴ (…40131725158452117¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს შრომის კოდ…ხელშეკრულება საქართველ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა