საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 215. იურიდიული პირის რეორგანიზაცია

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეორგანიზაციის მხარე იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულება ტოლია ამ ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულებისა რეორგანიზაციის განხორციელების წინ.

2.ქონების ან წილის (აქციების) გადაცემა რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირებს შორის, არ ითვლება ქონების რეალიზაციად.

3.რეორგანიზაციის მხარე რეზიდენტ იურიდიულ პირში წილის (აქციების) ნებისმიერი გაცვლა წილზე (აქციებზე) სხვა მსგავს იურიდიულ პირში, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს მოცემული ოპერაციის მხარეს, არ ითვლება წილის (აქციების) რეალიზაციად.

4.წილის (აქციების) ღირებულება, რომელთა გაცვლაც ხდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ტოლია წილის (აქციების) თავდაპირველი ღირებულებისა.

5.წილთა განაწილება იმ იურიდიულ პირში, რომელიც რეორგანიზაციის დამტკიცებული ოპერაციების მხარეა, რაც წარმოშობს მსგავს უფლებას სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ ოპერაციების მხარეა, არ წარმოადგენს დივიდენდს.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული თავდაპირველი წილის (აქციების) ღირებულება ექვემდებარება გასანაწილებელ წილზე (აქციებზე) მიკუთვნებას იმ კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა გასანაწილებელი წილის (აქციების) ღირებულებასა და თავდაპირველი წილის ღირებულებას შორის განაწილების შემდეგ.

7.თუ საგადასახადო ორგანო დაამტკიცებს, რომ შერწყმის, შეძენის, მიერთების ან გაყოფის ოპერაციების მიზანი არ არის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება, რეორგანიზაცია მოიცავს: ა) ორი ან მეტი იურიდიული პირის შერწყმას; ბ) ხმის უფლების მქონე 50 პროცენტის ან მეტი წილისა და რეზიდენტი იურიდიული პირის პარტნიორის წილის საერთო მოცულობის ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის შეძენას ან მიერთებას მხოლოდ შეძენის ან მიერთების ოპერაციაში პარტნიორ მხარეთა მსგავსი უფლებებით, წილის (აქციების) სანაცვლოდ; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის აქტივების 50 პროცენტის და მეტის შეძენას სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) სანაცვლოდ, დივიდენდებთან მიმართებით პრივილეგირებული უფლების გარეშე; დ) რეზიდენტი იურიდიული პირის გაყოფას ორ ან მეტ რეზიდენტ იურიდიულ პირად.

8.რეორგანიზაციის მხარედ მიიჩნევა რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული რეორგანიზაციაში, და რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც უშუალოდ ფლობს ან ეკუთვნის რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართულ რეზიდენტ იურიდიულ პირს.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის იურიდიულ პირზე საკუთრების უფლება ნიშნავს ამ იურიდიულ პირში ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) 50 პროცენტის ან მეტის და ყველა სხვა წილის (აქციების) ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის ფლობას.

10.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივის შემთხვევაში მათი მიმღები აქტივების ღირებულებად თვლის გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს, ხოლო თუ გადაეცემა ამორტიზაციის ერთზე მეტი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივი, მიღებული ღირებულებითი ბალანსი ჯგუფების აქტივებს შორის გადანაწილდება გადაცემის მომენტისათვის მათი საბაზრო ფასის პროპორციულად და გადამცემი მხარე სანაცვლოდ მიღებული პარტნიორის (აქციონერის, კომპლემენტარის, კომანდიტის და სხვა ასეთი ტიპის პირის) წილის (აქციების) ღირებულებად თვლის ჯგუფების ღირებულებით ბალანსს გადაცემის მომენტისათვის. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. რეორგანიზაციის მხარე იურიდიული პირის ან იურიდიულ პირთა მფლობელობაში არსებული ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულება ტოლია ამ ქონებისა და წილის (აქციების) ღირებულებისა რეორგანიზაციის განხორციელების წინ. 2. ქონების ან წილის (აქციების) გადაცემა რეორგანიზაციის მხარე იურიდიულ პირებს შორის, არ ითვლება ქონების რეალიზაციად. 3. რეორგანიზაციის მხარე რეზიდენტ იურიდიულ პირში წილის (აქციების) ნებისმიერი გაცვლა წილზე (აქციებზე) სხვა მსგავს იურიდიულ პირში, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს მოცემული ოპერაციის მხარეს, არ ითვლება წილის (აქციების) რეალიზაციად. 4. წილის (აქციების) ღირებულება, რომელთა გაცვლაც ხდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ტოლია წილის (აქციების) თავდაპირველი ღირებულებისა. 5. წილთა განაწილება იმ იურიდიულ პირში, რომელიც რეორგანიზაციის დამტკიცებული ოპერაციების მხარეა, რაც წარმოშობს მსგავს უფლებას სხვა იურიდიულ პირში, რომელიც ასევე ამ ოპერაციების მხარეა, არ წარმოადგენს დივიდენდს. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული თავდაპირველი წილის (აქციების) ღირებულება ექვემდებარება გასანაწილებელ წილზე (აქციებზე) მიკუთვნებას იმ კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც თანაფარდობა გასანაწილებელი წილის (აქციების) ღირებულებასა და თავდაპირველი წილის ღირებულებას შორის განაწილების შემდეგ. 7. თუ საგადასახადო ორგანო დაამტკიცებს, რომ შერწყმის, შეძენის, მიერთების ან გაყოფის ოპერაციების მიზანი არ არის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება, რეორგანიზაცია მოიცავს: ა) ორი ან მეტი იურიდიული პირის შერწყმას; ბ) ხმის უფლების მქონე 50 პროცენტის ან მეტი წილისა და რეზიდენტი იურიდიული პირის პარტნიორის წილის საერთო მოცულობის ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის შეძენას ან მიერთებას მხოლოდ შეძენის ან მიერთების ოპერაციაში პარტნიორ მხარეთა მსგავსი უფლებებით, წილის (აქციების) სანაცვლოდ; გ) რეზიდენტი იურიდიული პირის აქტივების 50 პროცენტის და მეტის შეძენას სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) სანაცვლოდ, დივიდენდებთან მიმართებით პრივილეგირებული უფლების გარეშე; დ) რეზიდენტი იურიდიული პირის გაყოფას ორ ან მეტ რეზიდენტ იურიდიულ პირად. 8. რეორგანიზაციის მხარედ მიიჩნევა რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული რეორგანიზაციაში, და რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც უშუალოდ ფლობს ან ეკუთვნის რეორგანიზაციაში პირდაპირ ჩართულ რეზიდენტ იურიდიულ პირს. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის იურიდიულ პირზე საკუთრების უფლება ნიშნავს ამ იურიდიულ პირში ხმის უფლების მქონე წილის (აქციების) 50 პროცენტის ან მეტის და ყველა სხვა წილის (აქციების) ღირებულების 50 პროცენტის ან მეტის ფლობას. 10. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი. 11. ამ მუხლის მე-10 ნაწილში აღნიშნული ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივის შემთხვევაში მათი მიმღები აქტივების ღირებულებად თვლის გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს, ხოლო თუ გადაეცემა ამორტიზაციის ერთზე მეტი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივი, მიღებული ღირებულებითი ბალანსი ჯგუფების აქტივებს შორის გადანაწილდება გადაცემის მომენტისათვის მათი საბაზრო ფასის პროპორციულად და გადამცემი მხარე სანაცვლოდ მიღებული პარტნიორის (აქციონერის, კომპლემენტარის, კომანდიტის და სხვა ასეთი ტიპის პირის) წილის (აქციების) ღირებულებად თვლის ჯგუფების ღირებულებით ბალანსს გადაცემის მომენტისათვის. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    215-ე მუხლის მე-10 ნაწილში ჯგუფური ამორტიზაციის აქტივების გამონაკლისი ახლებურად ჩამოყალიბდა და XXVI თავის ნაცვლად მითითებულია XXV თავი; „ხდება ... გადაცემა“ შეიცვალა „გაიცემა ... აქტივი“-თი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3726283815215015150³ (…5 (და…16¹7574215
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…მეწარმეთა შესახებ