საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 256. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) განისაზღვრება: ა) საქართველოში წარმოებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – იმ თანხის მიხედვით, რომელიც უნდა მიეღო ან მიიღო გადასახადის გადამხდელმა დამკვეთისაგან ან სხვა პირისაგან, აქციზისა და დღგ-ის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საქონლის საბითუმო საბაზრო ფასისა, აქციზისა და დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გაყიდული საქონლისათვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით, აქციზისა და დღგ-ის გარეშე; ბ) საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) ჯამით; გ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისათვის – ჯართის წონით; დ) ალკოჰოლური სასმელებისათვის – ალკოჰოლური სასმელების მოცულობით; ე) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით; ვ) ნავთობპროდუქტებისათვის – ნავთობპროდუქტების წონით (მოცულობით); ზ) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით; თ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით; ი) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისათვის – მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით), აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

2.საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) განისაზღვრება: ა) საქართველოში წარმოებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – იმ თანხის მიხედვით, რომელიც უნდა მიეღო ან მიიღო გადასახადის გადამხდელმა დამკვეთისაგან ან სხვა პირისაგან, აქციზისა და დღგ-ის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საქონლის საბითუმო საბაზრო ფასისა, აქციზისა და დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გაყიდული საქონლისათვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით, აქციზისა და დღგ-ის გარეშე; ბ) საქართველოში იმპორტირებული საქონლისათვის (გარდა ამ ნაწილის „დ“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების (აქციზისა და დღგ-ის გარეშე) ჯამით; გ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისათვის – ჯართის წონით; დ) ალკოჰოლური სასმელებისათვის – ალკოჰოლური სასმელების მოცულობით; ე) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით; ვ) ნავთობპროდუქტებისათვის – ნავთობპროდუქტების წონით (მოცულობით); ზ) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით; თ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით; ი) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისათვის – მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით), აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე. 2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2955 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.84 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 დეკ. 2009

    256-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში იმპორტირებული საქონლის აქციზის ბაზა არის საბაჟო ღირებულებისა და გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების ჯამი, ხოლო დეკლარაციის შეცვლისას გადახდილი მოსაკრებლის გამონაკლისი ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    256-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპორტირებული საქონლის აქციზის ბაზას არ ემატება დეკლარაციაში ცვლილებისას გადახდილი საბაჟო მოსაკრებელი.

  3. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    256-ე მუხლში დაემატა ნუმერაცია და ტექნიკური შესწორებები, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით განისაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების დასაბეგრი თანხა; მე-2 ნაწილი არარეზიდენტისთვის გაწეულ საერთაშორისო მომსახურებას დასაბეგრი თანხიდან გამორიცხავს.

  4. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2006

    256-ე მუხლში გადაფორმულდა დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის განსაზღვრა, ნავთობპროდუქტებს დაემატა მოცულობითი ზომა, ავტომობილებს წლოვანება, ხოლო დაემატა „თ“ ქვეპუნქტი აირის მოცულობის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
185164¹16472 (დ…77 (დ…73² (…1² (დ…635354710256
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სამშენებლო პროდუქტების…