საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 255¹. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დაბეგვრა

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება აქციზის იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილი იქნეს ერთდროულად.

2.საბაჟო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცემს საბაჟო ორგანოში დარიცხული აქციზის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადაიხდევინება აქციზის იმ თანხის 3 პროცენტი, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილი იქნეს ერთდროულად. 2. საბაჟო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცემს საბაჟო ორგანოში დარიცხული აქციზის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად. საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2004 – 1 იან. 2008 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    255¹ მუხლის პირველ ნაწილში დროებით შემოტანილ საქონელზე აქციზის 3 პროცენტის გადახდის ვადა ახლა „არა უგვიანეს“ მომდევნო თვის 15 რიცხვისაა და დეკლარანტს შეუძლია მთელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    შემოღებულია დროებით შემოტანილ აქციზურ საქონელზე აქციზის თვიური 3%-იანი გადახდის წესი, ვადები და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის ანგარიშ-ფაქტურად მიჩნევა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
129129254163¹16819886 (დ…48² (…56¹ (…1² (დ…12914065137255¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სამშენებლო პროდუქტების…