საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 60. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს / ორგანიზაციის ლიკვიდაციისას

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას, აგრეთვე გადასახდელი საურავისა და ჯარიმების გადახდას ასრულებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია მისი (საწარმოს/ორგანიზაციის) ფულადი სახსრებით, აგრეთვე ამ საწარმოს/ორგანიზაციის ქონების რეალიზაციით მიღებული სახსრებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფილიალის ან სხვა ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ ის საწარმო/ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა იგი, ხოლო თვით ამ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას – ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია.

2.ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას (მათ შორის, სანქციებს) სოლიდარულად ასრულებენ ამ საწარმოს მონაწილეები.

3.საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) სრულდება ლიკვიდაციის დაწყებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ობიექტურ გარემოებათა არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გააგრძელოს საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესრულების აღნიშნული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, რაც არ აჩერებს საურავის დარიცხვას.

4.საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ზედმეტად გადახდილ გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანოები ჩათვლიან სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) გადახდის ანგარიშში დავალიანების საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებენ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას, აგრეთვე გადასახდელი საურავისა და ჯარიმების გადახდას ასრულებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია მისი (საწარმოს/ორგანიზაციის) ფულადი სახსრებით, აგრეთვე ამ საწარმოს/ორგანიზაციის ქონების რეალიზაციით მიღებული სახსრებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფილიალის ან სხვა ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ ის საწარმო/ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა იგი, ხოლო თვით ამ საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას – ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია. 2. ამ კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას (მათ შორის, სანქციებს) სოლიდარულად ასრულებენ ამ საწარმოს მონაწილეები. 3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) სრულდება ლიკვიდაციის დაწყებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ობიექტურ გარემოებათა არსებობისას საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გააგრძელოს საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესრულების აღნიშნული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, რაც არ აჩერებს საურავის დარიცხვას. 4. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ზედმეტად გადახდილ გადასახადის თანხას საგადასახადო ორგანოები ჩათვლიან სხვა გადასახადების (მათ შორის, სანქციების) გადახდის ანგარიშში დავალიანების საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებენ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25555623817 (დ…777331828390495060
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …გადასახადების ადმინისტ…ნებაყოფლობითი კერძო პე…