საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 59. საგადასახადო ვალდებულების შესრულება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადახდა.

2.გადასახადის თანხის ან/და სანქციის თანხის საბანკო სისტემის საშუალებით გადახდისას გადასახადი ან/და სანქცია ბიუჯეტში გადახდილად ითვლება შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში.

3.საგადასახადო ვალდებულების შესრულება არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.

4.საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.

4¹.გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით . ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება .

5.აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით.

6.გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთელი თავისი კუთვნილი ქონებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი გადასახადს იხდის საგადასახადო ორგანოს სალაროში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ერთი სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს აღნიშნული თანხა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება.

8.ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით გადასახადების დადგენილ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად დეკლარაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების წარდგენისას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან.

9.უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში: ა) ოპერაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.

10.საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს აქციზისა და დღგ-ის თანხის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა ლარებში გადაიანგარიშება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადახდა. 2. გადასახადის თანხის ან/და სანქციის თანხის საბანკო სისტემის საშუალებით გადახდისას გადასახადი ან/და სანქცია ბიუჯეტში გადახდილად ითვლება შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში. 3. საგადასახადო ვალდებულების შესრულება არის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის/საგადასახადო აგენტისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად. 4. საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლება დაეკისროს საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. 4 1 . გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით . ასეთ შემთხვევაში შესრულებული საგადასახადო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება . 5. აკრძალულია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით. 6. გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთელი თავისი კუთვნილი ქონებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი გადასახადს იხდის საგადასახადო ორგანოს სალაროში, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ერთი სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს აღნიშნული თანხა შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება. 8. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით გადასახადების დადგენილ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად დეკლარაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების წარდგენისას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს მოგებას სახელმწიფოს კუთვნილი ნავთობისა და გაზის წილიდან. 9. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში: ა) ოპერაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი. 10. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს აქციზისა და დღგ-ის თანხის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა ლარებში გადაიანგარიშება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით. საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    59-ე მუხლს დაემატა 4¹ ნაწილი ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულებისა და შესრულებულის დაბრუნების გამორიცხვის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37318²53435117 (დ…5 (და…18 (დ…2624236259
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს სამოქალაქო…