, უგზო - უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება 1. გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მემკვიდრე (მემკვიდრეები) მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში და სამკვიდრო ქონებაში მისი (მათი) წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან.
2.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გარდაცვლილი ფიზიკური პირის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) გაუგზავნოს შეტყობინება გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მისი (მათი) ვალდებულების შესახებ გარდაცვლილი ფიზიკური პირის მაგივრად დადგენილი წესით შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება.
3.მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
4.სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან სამი თვის განმავლობაში. პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს უგზო-უკვლოდ დაკარგული გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადები, აგრეთვე მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დღისათვის დაკისრებული სანქციების თანხა უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და ვალდებულების შესახებ, რათა მან დადგენილი წესით შეასრულოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება.
5.სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მეურვე ქმედუუნარო პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის მეურვე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადის მთელი თანხა, აგრეთვე პირის ქმედუუნაროდ აღიარების დღისათვის რიცხული სანქციების თანხა.
6.სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.
7.პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა (მათ შორის, ადრე დარიცხული) და ჯარიმების დაკისრება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
, უგზო - უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება 1. გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მემკვიდრე (მემკვიდრეები) მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში და სამკვიდრო ქონებაში მისი (მათი) წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან.2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გარდაცვლილი ფიზიკური პირის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) გაუგზავნოს შეტყობინება გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მისი (მათი) ვალდებულების შესახებ გარდაცვლილი ფიზიკური პირის მაგივრად დადგენილი წესით შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება.3. მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება ამ კოდექსით დადგენილი წესით.4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან სამი თვის განმავლობაში. პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, ვალდებულია დადგენილ ვადაში გადაიხადოს უგზო-უკვლოდ დაკარგული გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადები, აგრეთვე მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დღისათვის დაკისრებული სანქციების თანხა უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და ვალდებულების შესახებ, რათა მან დადგენილი წესით შეასრულოს უგზო-უკვლოდ დაკარგული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება.5. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მეურვე ქმედუუნარო პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის მეურვე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაუხდელი გადასახადის მთელი თანხა, აგრეთვე პირის ქმედუუნაროდ აღიარების დღისათვის რიცხული სანქციების თანხა.6. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქციები) ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო ვალდებულების (მათ შორის, სანქციების) შესასრულებლად.7. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების მოქმედება, საურავის დარიცხვა (მათ შორის, ადრე დარიცხული) და ჯარიმების დაკისრება.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
13 იან. 2009 – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
1 იან. 2009 – 13 იან. 2009ტექსტი უცნობია
6 აპრ. 2007 – 1 იან. 2009ტექსტი უცნობია
1 თებ. 2007 – 6 აპრ. 2007ტექსტი უცნობია
1 ივნ. 2006 – 1 თებ. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.