Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 98

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 98. საგადასახადო კონტროლის ზოგადი დებულებანი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2011.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
თემები:საგადასახადო შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კარში განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ზოგადი დებულებანი გამოიყენება ყველა გადასახადისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო, ხოლო საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საბაჟო ორგანო.

3.სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლი. აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, რისთვისაც საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანებით მოიპოვებს საგადასახადო კონტროლის უფლებას. სასამართლოში საგადასახადო კონტროლის შესახებ შუამდგომლობას აღძრავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების შესახებ. მოსამართლე საკითხს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე.

4.საგადასახადო კონტროლი მოიცავს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს (გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნას, ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს), გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვებას (ქრონომეტრაჟს, საკონტროლო შესყიდვას, ინვენტარიზაციას, დათვალიერებას) და საგადასახადო შემოწმებას (კამერალურსა და გასვლითს). თუ საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახადები განისაზღვრება საბაჟო პროცედურების მიხედვით, საგადასახადო კონტროლი ხორციელდება აგრეთვე საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

5.საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს მისი საქმიანობა.

6.თუ საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარება შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმის დარღვევის გარეშე და გადასახადის გადამხდელის საქმიანობა შესაძლებელია შეჩერდეს 48 საათზე მეტი დროით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეუთანხმოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2232 - სსმ I, №39, 04.12.2009წ., მუხ.285

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ამ კარში განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ზოგადი დებულებანი გამოიყენება ყველა გადასახადისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო, ხოლო საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საბაჟო ორგანო. 3. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლი. აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, რისთვისაც საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანებით მოიპოვებს საგადასახადო კონტროლის უფლებას. სასამართლოში საგადასახადო კონტროლის შესახებ შუამდგომლობას აღძრავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების შესახებ. მოსამართლე საკითხს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. 4. საგადასახადო კონტროლი მოიცავს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს (გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნას, ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს), გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვებას (ქრონომეტრაჟს, საკონტროლო შესყიდვას, ინვენტარიზაციას, დათვალიერებას) და საგადასახადო შემოწმებას (კამერალურსა და გასვლითს). თუ საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახადები განისაზღვრება საბაჟო პროცედურების მიხედვით, საგადასახადო კონტროლი ხორციელდება აგრეთვე საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს მისი საქმიანობა. 6. თუ საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარება შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმის დარღვევის გარეშე და გადასახადის გადამხდელის საქმიანობა შესაძლებელია შეჩერდეს 48 საათზე მეტი დროით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეუთანხმოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2232 - სსმ I, №39, 04.12.2009წ., მუხ.285

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 4 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 დეკ. 2009

    98-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი, რომლითაც 48 საათზე მეტით გადამხდელის საქმიანობის შეჩერების შესაძლებლობისას საგადასახადო ორგანომ საკითხი ფინანსთა მინისტრთან ან მისგან უფლებამოსილ პირთან უნდა შეათანხმოს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 97²შემდეგი მუხლი 99

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადასახადო შესაბამისობის კონსულტაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 7 დეკ. 2010 · №69

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 დეკ. 2009
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 255ზოგადი დებულებანი საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები
  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 10 (დანართი 1)საგადასახადო საიდუმლოების დაცვა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 6ტერმინთა განმარტება
  • 27საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა
  • 32მომსახურების საფასურები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა
  • 21⁴⁹საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶21⁴⁹255514917 (დ…10 (დ…5 (და…627324398
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის ორგანოთა გად…