საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 99. საგადასახადო კონტროლის განხორციელება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე განახორციელოს საგადასახადო კონტროლი მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კონტროლის ფორმები და მეთოდები მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, გარდა: ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურებისა; ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურებისა (ამასთან, არააქციზური საქონლის მფლობელ პირს მოსამართლის ბრძანების გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში ინვენტარიზაცია შეიძლება ჩაუტარდეს არა უმეტეს 3-ჯერ); გ) კამერალური საგადასახადო შემოწმებისა; დ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა; ე) იმ საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან ან ლიკვიდაციასთან; ვ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ ) ამ კოდექსის 156- ე მუხლის პირველი ნაწილის ან / და 158- ე მუხლის მე -2 ნაწილის საფუძველზე ჩატარებული გასვლითი შემოწმებებისა , თუ გადასახადის გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე ; თ) საქართველოს საბაჟო კოდექსის XIV 1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი) გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმებისა.

3.მოსამართლე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით აღნიშნული პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების შესახებ.

4.თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის აღნიშნული შემოწმება არ ჩატარდება.

5.ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

6.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ან იმ პირის, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, საგადასახადო შემოწმება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებ არსებობს მოსამართლის ბრძანება.

7.მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება , გარდა იმ საკითხებისა , რომელთა მიხედვით , გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უკვე შემოწმებული პერიოდის გადასახადებზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XIV მიმდინარე კონტროლის პროცედურები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე განახორციელოს საგადასახადო კონტროლი მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კონტროლის ფორმები და მეთოდები მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, გარდა: ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურებისა; ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების პროცედურებისა (ამასთან, არააქციზური საქონლის მფლობელ პირს მოსამართლის ბრძანების გარეშე კალენდარული წლის განმავლობაში ინვენტარიზაცია შეიძლება ჩაუტარდეს არა უმეტეს 3-ჯერ); გ) კამერალური საგადასახადო შემოწმებისა; დ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა; ე) იმ საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმებისა, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან ან ლიკვიდაციასთან; ვ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ ) ამ კოდექსის 156- ე მუხლის პირველი ნაწილის ან / და 158- ე მუხლის მე -2 ნაწილის საფუძველზე ჩატარებული გასვლითი შემოწმებებისა , თუ გადასახადის გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე ; თ) საქართველოს საბაჟო კოდექსის XIV 1 თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი) გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმებისა. 3. მოსამართლე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით აღნიშნული პირების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების შესახებ. 4. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შესახებ, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის აღნიშნული შემოწმება არ ჩატარდება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით. 6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ან იმ პირის, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, საგადასახადო შემოწმება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებ არსებობს მოსამართლის ბრძანება. 7. მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის იმავე პერიოდში უკვე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება , გარდა იმ საკითხებისა , რომელთა მიხედვით , გადასახადის გადამხდელი / საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი უკვე შემოწმებული პერიოდის გადასახადებზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის  11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2010 წლის  21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272 თავი XIV მიმდინარე კონტროლის პროცედურები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №66 · ძალაშია 1 სექ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2010 – 1 იან. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    99-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი საქართველოს საბაჟო კოდექსის XIV¹ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

  2. · გამოქვეყნდა 26 ივლ. 2010

    99-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს დაემატა „ი“ ქვეპუნქტი გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 30 ივლ. 2007

    99-ე მუხლის მე-7 ნაწილში აკრძალვა ეხება იმავე პერიოდში შემოწმებულ საკითხს და ახლა გამონაკლისია საკითხები, რომლებზეც წარდგენილია შესწორებული დეკლარაცია.

  4. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება 156-ე და 158-ე მუხლებით ჩატარებულ გასვლით შემოწმებებს გადამხდელის თანხმობით, მოსამართლის ბრძანების გარეშე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶2111415615811318²255492685 (და…17 (დ…10 (დ…273299
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …