Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებმუხლი 32

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 32. რეზოლუციის პრინციპები

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმს წარმართავს რეზოლუციის შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) კომერციული ბანკის აქციონერები პირველად ზარალს იღებენ.  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა; ბ) კომერციული ბანკის კრედიტორები ზარალს იღებენ აქციონერების შემდეგ, ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, გარდა ამ კანონის 37 11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ)  უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომერციული ბანკის ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, გარდა ამ კანონის 37 11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) რეზოლუციის საბოლოო შედეგით, ამ კანონის 37 11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობის გათვალისწინებით, კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის წევრები უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ეროვნული ბანკის შეფასებით, მათი თანამდებობებზე დატოვება აუცილებელია არსებული გარემოებების გათვალისწინებით; ვ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტები დაცული უნდა იყოს; ზ) რეზოლუციის გეგმის შემუშავებისას მიღებული გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებები, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად პროპორციული უნდა იყოს. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ . , მუხ . 125 საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №53

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 37¹¹საქართველოს ეროვნუ… 55¹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ეროვნუ… 55²მუხლი 37⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹¹რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები
  • 33რეზოლუციის გეგმა
  • 34რეზოლუციის პირობები და კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55¹კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები
  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 55⁵სარეზოლუციო ფონდი

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 34პროპორციულობის პრინციპი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

მეწარმეთა შესახებ

  • 1კანონის

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 9გადახდის, კლირინგის და ანგარიშსწორების საბოლოობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴6837¹¹37⁴333455¹55²55⁵9113432
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს სისხლის სა…დეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026