მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 34. პროპორციულობის პრინციპი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საზედამხედველო ზომის ან სანქციის (ფულადი ჯარიმის) გამოყენების საფუძვლის პროპორციული უნდა იყოს. საზედამხედველო ზომის ან სანქციის (ფულადი ჯარიმის) გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების სერიოზულობას. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს სულ მცირე მიკრობანკის ფინანსურ მდგომარეობას, მიკრობანკის რისკების მიმართ მისი კაპიტალის ადეკვატურობის დონეს, მიკრობანკის ფინანსურ მდგომარეობაზე ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლების ეფექტს, მასშტაბს, ოდენობას, მათ ურთიერთმიმართებას, ხანგრძლივობასა და სიხშირეს, მიკრობანკის საქმიანობის კანონიერებას ან/და მიკრობანკის აქტივებისთვის ზარალის მიყენების შესაძლო საფრთხეს; ბ) მიკრობანკის მზადყოფნასა და რესურსს, აღმოფხვრას ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს სულ მცირე ადმინისტრატორების შესაძლებლობას, გამოავლინონ და შეაფასონ მიკრობანკის რისკები, განახორციელონ მათი მონიტორინგი და მართონ ისინი. იგი ასევე აფასებს, რამდენად ეფექტიანად აღმოიფხვრება ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები და რამდენად თანამშრომლობენ მიკრობანკი, ადმინისტრატორები და მაკონტროლებელი პირები საქართველოს ეროვნულ ბანკთან; გ) იმას, თუ რამდენად ექმნება საფრთხე ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი აფასებს და ითვალისწინებს მიკრობანკის ზომას, აგრეთვე მიკრობანკისა და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენელთა ურთიერთმიმართებას, მიკრობანკის ფუნქციების ჩანაცვლებადობას, მისი საქმიანობის სფეროებსა და კომპლექსურობას.

2.ეს მუხლი არ ვრცელდება საზედამხედველო ზომისა და სანქციის (ფულადი ჯარიმის) ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის გამოყენების შემთხვევაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9¹30²3029682382153326322934
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…საინვესტიციო ფონდების …ფინანსური ორგანიზაციებ…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა