კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 37⁴. რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჩამოწეროს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტები ან განახორციელოს აღნიშნული ინსტრუმენტების კომერციული ბანკის აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია. ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად ან სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებთან ერთად.

2.ამ კანონის 32-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპების შესრულების მიზნით აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აღნიშნული ინსტრუმენტების აქციებში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს იმ სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენებამდე, რომლის შედეგადაც სხვა კრედიტორები (გარდა აქციონერებისა და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელებისა) მიიღებდნენ პირველად ზარალს. ეროვნულმა ბანკმა შეიძლება აღნიშნული უფლებამოსილება არ გამოიყენოს, თუ განხორციელდება კომერციული ბანკის აქტივების ან/და ვალდებულებების ნაწილობრივ გადაცემა და კომერციული ბანკის ბალანსზე დარჩენილი აქციებისა და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ღირებულება დაფარავს არსებულ ზარალს.

3.საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან მათი აქციებში კონვერტაცია უნდა დაეფუძნოს კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებას ამ კანონის 37 3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ლიკვიდაციის პროცესში დადგენილი მოთხოვნების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით, რათა უზრუნველყოს: ა) ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება ზარალის პროპორციულად ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების გაუქმება ან/და გადაცემა; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა, საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ნომინალური ღირებულების შემცირება ან/და კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია.

5.საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერის ან კომერციული ბანკის აქციებში კონვერტაციის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

6.დროებითი სახელმწიფო დაფინანსების განხორციელებამდე ან/და სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული სხვა ფულადი სახსრების გამოყენებამდე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი პირობებით კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ჩვეულებრივი აქციების გამოშვება შესაბამისი კაპიტალის ინსტრუმენტების მფლობელთა მიერ მათ შესაძენად. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3950 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 23 მარ. 1996 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4337¹⁰37⁹3237³37⁷55²55¹55⁷782624192737⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსკომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…იპოთეკით დაცული ობლიგა…ფასიან ქაღალდებად გარდ…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა