საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

მუხლი 2

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მაშინ უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

2.თუ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებები ეწინააღმდეგება ან არ შეესაბამება ამ კანონის მიღებისას მოქმედი საქართველოს კანონების, დადგენილებების, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებებისა და ბრძანებულებების ან სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებს, მაშინ უპირატესობა ენიჭებათ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულების ან მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებებს.

3.ვერც ერთი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება და ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულია ან დაიდო ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ, ვერ შეცვლის ან ვერ გააუქმებს ამ კანონს ან პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ნებისმიერ სხვა დებულებას, თუ შესაბამისი კანონი, დადგენილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანება და ბრძანებულება, სხვა საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება არ შეიცავს ამის შესახებ ზუსტად განსაზღვრულ მითითებას.

4.პროექტთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს უნდა მიეცეთ კანონის ძალა, რისთვისაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 ნოე. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2119342¹103150275520 (დ…212
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტერიტორიაზ…განსაკუთრებული მნიშვნე…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს სივრცის და…განახლებადი წყაროებიდა…,,პროექტის შემთანხმებე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა