Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 17¹

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 17¹. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:სამთო მოპოვებაწყლის რესურსებისამშენებლო ნებართვებიდაბინძურების კონტროლიბუნებრივი რესურსებიტრანსპორტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აგრეთვე შესაძლებელია პირდაპირი წესით გასცეს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე − მომხმარებელთა წყალმომარაგებით (სასმელი წყლით) უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად; ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოსაპოვებლად (მოპოვებისთვის, შესწავლა-მოპოვებისთვის).

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

3.ლიცენზიის გამცემმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეიძლება პირდაპირი წესით გასცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოსაპოვებლად, წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.

4.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის გამცემს წარუდგენს სათანადო წერილობით განცხადებას. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობის და მოპოვების მიზნის შესახებ.

5.ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაურთოს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში − იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

8.ლიცენზიის მაძიებელმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ  განცხადებას აგრეთვე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით .

9.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გასაცემად ლიცენზიის გამცემი ადგენს: ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისთვის; ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისთვის.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5854 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5273 – ვებგვერდი, 11.11.2019წ.

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობისა და გაზის სამართალი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი
  • მილსადენის სამართალისერვისის გვერდი
  • მინერალური უფლებებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 7სარგებლობის ლიცენზიის სახეები
  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

წიაღის შესახებ

  • 17ლიცენზიის გაცემის წესი
  • 6წიაღით სარგებლობა
  • 44სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების ძირითადი მოთხოვნები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
  • 57⁴სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სათანადო პირობების დარღვევით სარგებლობა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 7¹გარდამავალი დებულებანი
  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

წყლის შესახებ

  • 32საერთო წყალსარგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67187¹5¹57³57⁴1764432131717¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…წიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…წყლის რესურსების მართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026