Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწიაღის შესახებმუხლი 7

წიაღის შესახებ

მუხლი 7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნი

რედაქცია №22 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამთო მოპოვებადაბინძურების კონტროლიბუნებრივი რესურსებიენერგიის განაწილება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით.

2.სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა.

3.გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს.

4.წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების , მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებასთან , აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით.

5.აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ.

6.სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედა­პირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედა­პირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.

7.სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით. 2. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა. 3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს. 4. წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების , მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებასთან , აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით. 5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ. 6. სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედა­პირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედა­პირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით. 7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-5 პუნქტიდან ამოღებულია მინაკუთვნის საზღვრების ახალი მინაკუთვნის გამოყოფის საფუძველზე შეცვლის წინადადება. მე-7 პუნქტით მინაკუთვნების საზღვრებს სამინისტროს ნაცვლად ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.

  2. 7 ოქტ. 2004

    მე-7 მუხლის მე-7 პუნქტში ლიცენზიის მაძიებლის მიერ მინაკუთვნების პროექტის შედგენისა და წარდგენის ნორმის ნაცვლად ჩაწერილია, რომ მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს სამინისტრო.

  3. 1 ოქტ. 2002· გამოქვეყნდა 21 მარ. 2002

    მე-4 პუნქტში სამთო მინაკუთვნის გაცემის საფუძვლად „მოპოვების“ ნაცვლად საბადოს დამუშავება დასახელდა და გაცემა საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროულ შესწავლას დაუკავშირდა. მე-6 პუნქტი აწესებს მიწისქვეშა წყლების საბადოს საზღვრების წესს (მათ შორის 15 მეტრს), ხოლო მე-7 პუნქტით მინაკუთვნის პროექტი ლიცენზიის მაძიებელმა უნდა შეადგინოს და წარადგინოს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მილსადენის სერვიტუტებისერვისის გვერდი
  • მინერალური უფლებებისერვისის გვერდი
  • სამთო ნებართვებისერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №22

  • 3 ცვლილება · ბოლო 5 აპრ. 2013
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წიაღის შესახებ

  • 8მიწის მინაკუთვნი
  • 12წიაღით მოსარგებლის უფლებები
  • 6წიაღით სარგებლობა

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 37წიაღისეული რესურსების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 47მიწა და ბუნებრივი რესურსები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 57³სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა

ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 22ქონებრივი ურთიერთობები, სასარგებლო წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების ტერიტორიაზე

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 11სამეურნეო კატეგორიის ტყე

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 9უპირატესობა და შეზღუდვა სახელმწიფო მიწის იჯარით აღებისას

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 12ქონებრივი ურთიერთობები, სასარგებლო წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 7სარგებლობის ლიცენზიის სახეები

კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93774757³812612221157
მნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებკოლხეთის დაცული ტერიტო…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ადმინისტრა…ბუნების ძეგლების შექმნ…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026